...ფიცრები გადააგდო და დაამსხვრია, რადგან შეუფერებლად მიიჩნია უფლის მცნებათა გადაცემა ლოთობასა და ურჯულოებაში მყოფი ხალხისთვის. ამიტომ ამ საკვირველ წინასწარმეტყველს კიდევ ორმოცი დღე მარხვა დასჭირდა, რათა კვლავ ღირსი ყოფილიყო ზეგარდმო მიეღო და ხალხისთვის მოეტანა ფიცრები, რომლებიც მათი ურჯულოების გამო დამსხვრეულიყო (). დიდმა ელიამაც იმდენივე დღე იმარხულა და სიკვდილის ბატონობას გადაურჩა, ცეცხლოვანი ეტლით „თითქოსდა ცად" ამაღლდა და დღემდე სიკვდილი არ განუცდია (4 მეფ 2:1, 11). სურვილთა კაციც, მრავალი დღე მარხვაში გაატარა რა, იმ საკვირველი ხილვის ღირსი შეიქნა (); მანვე ლომთა მრისხანება დააოკა და ცხვართა სიმშვიდედ აქცია (დან 6:16–23, 14:30–39), არა ბუნების შეცვლით, არამედ განწყობის ცვლილებით, თუმცა მათი ნადირული ბუნება იგივე დარჩა. ნინეველებმაც მარხვით უფლის განაჩენი აიცილეს, ადამიანებთან ერთად უტყვი ცხოველებიც ამარხულეს რა, და ამგვარად, ყველანი ბოროტი საქმეებისგან განეშორნენ და სამყაროს მეუფე კაცთმოყვარეობისკენ მოაქციეს (). მაგრამ რისთვის მივმართავ ჯერ კიდევ მონებს (შეგვიძლია მრავალი სხვაც ჩამოვთვალოთ, ვინც მარხვით განითქვა ძველ და ახალ აღთქმაში), რ...
Exodus 24:18
17. And the sight of the glory of the LORD was like devouring fire on the top of the mount in the eyes of the children of Israel.18. And Moses went into the midst of the cloud, and gat him up into the mount: and Moses was in the mount forty days and forty nights.
Exodus თავი 24