...ანჯველი გახადა, იმ აზრით, რომ მისი სიკვდილის შემდეგაც შვილს უნდა ეტარებინა სასჯელი მისი შეცოდებისთვის. თუმცა, მისი შვილიც თავისთავად მანკიერი იყო, და ყველა მისი შთამომავალი გახრწნილი და უკეთურებისკენ გადახრილი; ამის შესახებ მოისმინე, რას ამბობს წერილი საყვედურით: «მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა» (); და სხვა ადგილას საყვედურით: «თესლო ქანანისაო და არა იუდასო» (). მაგრამ, შევიტყვეთ რა, რა სასჯელს დაექვემდებარა მამის სიშიშვლის გამჟღავნებელი, ახლა ისიც უნდა მოვისმინოთ, რა ჯილდოს იმსახურებენ, ვინც მამისადმი ასეთი პატივისცემა და მოწიწება გამოიჩინა. «და თქუა», ნათქვამია, (ნოემ): «კურთხეულ არს უფალი ღმერთი სემისი და იყოს ქანან მონა მისსა» (). ეს, შესაძლოა, იტყვის ვინმე, არ ნიშნავს სემის კურთხევას. პირიქით, აქ ნოემ ყველაზე მაღალი კურთხევა გადასცა. მართლაც, როცა ღმერთი ადამიანებისგან იდიდება და იკურთხება, ჩვეულებრივ, უხვ კურთხევას უწყალობებს მათ, ვისი გამოც თავად იკურთხება. ამიტომ ნოემ, ღმერთს რომ აკურთხა, თითქოს უფრო დიდ კურთხევაზე ავალდებულა და სემს უფრო დიდი საზღაური მოუპოვა, ვიდრე რომ თავად აკურთხოს. როგორც იმ შემთხვევაში, რო...
Ezekiel 16:3
2. Son of man, cause Jerusalem to know her abominations,3. And say, Thus saith the Lord GOD unto Jerusalem; Thy birth and thy nativity is of the land of Canaan; thy father was an Amorite, and thy mother an Hittite.4. And as for thy nativity, in the day thou wast born thy navel was not cut, neither wast thou washed in water to supple thee; thou wast not salted at all, nor swaddled at all.
Ezekiel თავი 16