მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Galatians 3:5

4. Have ye suffered so many things in vain? if it be yet in vain.5. He therefore that ministereth to you the Spirit, and worketh miracles among you, doeth he it by the works of the law, or by the hearing of faith?6. Even as Abraham believed God, and it was accounted to him for righteousness.
Galatians თავი 3
5. He therefore that ministereth to you the Spirit, and worketh miracles among you, doeth he it by the works of the law, or by the hearing of faith?
თავი ე̂. ვითარმედ აბრაჰამიცა სარწმუნოებითა განმართლდა და სახე ჩუენდა იქმნა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე, რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ (3,5-6).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მომცემელი იგი თქუენდა სულისა წმიდისაჲ და მის მიერ მოქმედი ძალთა და სასწაულთაჲ ღმერთი, რაჲსათჳს ჰყოფს მას, ანუ ოდეს? — რაჟამს შჯულისა მოქმედ იყვნეთა, ანუ ოდეს მსმენელ სარწმუნოებისა ქრისტესისა? — ცხად არს, ვითარმედ სარწმუნოებითა. ხოლო გნებავს თუ შემოგართუა სახედ პირველ შჯულისა სარწმუნოებითა ოდენ განმართლებული მამათმთავარი აბრაჰამ, რაჲთა სცნათ, ვითარმედ, ვითარ იგი თჳნიერ შჯულისა განმართლდა, სარწმუნოებითა ოდენ ღმრთისაჲთა, ეგრეთვე თქუენ, სარწმუნოებითა ქრისტესითა განმართლებულთა, არღარა გიჴმს მიდევნებაჲ წესთა შჯულისათაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის