მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Galatians 4:3

2. But is under tutors and governors until the time appointed of the father.3. Even so we, when we were children, were in bondage under the elements of the world:4. But when the fulness of the time was come, God sent forth his Son, made of a woman, made under the law,
Galatians თავი 4
3. Even so we, when we were children, were in bondage under the elements of the world:
თავი ჱ̂. ვითარმედ საშჯელსა ქუეშე იყვნეს შჯულსა შინა მყოფნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ (4,3).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ეგრეცა ჩუენ, ვიდრემდის ვიყვენით ჩჩჳლ, ნივთთა ქუეშე სოფლისათა ვიყვენით დამონებულ. ხოლო მიზეზი სიტყუათაჲ ამათ ზემო გჳთქუამს, ვითარმედ: ჴორცთა სიჩჩოსა სულიერისა სიჩჩოებისა სახედ შემოიღებს, რამეთუ ვითარცა-იგი ჴორციელად ჩჩჳლსა, მოქენესა ზრდისასა, არა ერწმუნების განსაგებელი მამისა თჳსისაჲ, რომელ არს მონაგები მშობელთაჲ, შვილთათჳს შეკრებული, არამედ უფალ ყოფადი იგი ჟამერთ ჰმონებს მზარდულთა და ეზოჲსმოძღურთა, მამისა მისისა მიერ დადგინებულთა, ეგრეთვე ჟამსა გონებათა ჩუენთა სიჩჩოებისასა არა გუარწმუნა ღმერთმან, ბუნებით დამბადებელმან და მადლით მამამან ჩუენმან, ჩუენთჳს წინაგანმზადებული ესე მადლი შვილებისაჲ, არამედ დამამონნა ნივთთა ამის სოფლისათა.

ნივთ ამის სოფლისა უწოდიან ქუეყანასა და ცეცხლსა, ჰაერსა და წყალსა, რომელთაგან არს კაცი და ყოველი აგებულებაჲ სოფლისაჲ. ხოლო აწ მოციქული ნივთთა სოფლისათა მონებად უწოდს შჯულიერთა მათ მსახურებათა, რომელნი-იგი მზისაგან და მთოვარისა, ღამეთა და დღეთა სრულ-იქმნებოდეს; რამეთუ დღეთაგან იქმნებიან შჳდეულნი და თუენი და წელიწადი, ხოლო შჯული იგი ძუელი ამათგან იმსახურებოდა — შაბათთაგან და...

სრულად ნახვა
გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ვიდრე ყრმაღა ვიყვენით, წესსა ქუეშე ამის სოფლისასა ვიყვენით დაკირთებულ (4,3).:

თარგმანი: რაჟამს-იგი ქრისტე არა მოსრულ იყო და ჩუენ ვიყვენით ჩჩჳლ გონებითა რჩულისა მონანი ვიყვენით, ხოლო აწ სრულ ვართ და არღარა მონანი ვართ რჩულისანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის