მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 4

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: ვიდრე ყრმაღა ვიყვენით, წესსა ქუეშე ამის სოფლისასა ვიყვენით დაკირთებულ (4,3).

თარგმანი: რაჟამს-იგი ქრისტე არა მოსრულ იყო და ჩუენ ვიყვენით ჩჩჳლ გონებითა რჩულისა მონანი ვიყვენით, ხოლო აწ სრულ ვართ და არღარა მონანი ვართ რჩულისანი.

პავლესი: დღეთა იზმნით და თუეთა და ჟამთა და წელთა (4,10).

თარგმანი: რამეთუ წინააღმდგომნი იგი ასწავლიდეს, რაჲთა ჰურიაებრივ იმარხვიდენ თჳს-თავთა და შაბათთა და წელიწდის თავთა.

პავლესი: იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ, და განსაცდელი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ (4,13-14).

თარგმანი: იცითო, ვითარმედ ფრიადითა ჭირითა და სიგლახაკითა და სნეულებითა ვიყავ თქუენ თანა და თქუენ სიგლახაკე და სნეულებაჲ ჩემი არა შეურაცხ-ჰყავთ.

პავლესი: გეშურობენ თქუენ არა კეთილისათჳს (4,17).

თარგმანი: არა თუ მათსა გულსა ქრისტიანობაჲ არსო, არამედ იჩემებენ ქრსტიანობასა, რაჲთამცა უფრო მიგდრიკნესო.

პავლესი: მინდა მისლვად თქუენდა აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი (4,20).

თარგმანი: ცვალებაჲ ჴმისაჲ ესე არს, ვითარმედ უკუეთუმცა მოვედ და რომელნიცა მიდრეკილ ხართ, თქუენთჳსმცა ვიგლოვდი, და რომელნიცა მტკიცედ სდგათ, თქუენთჳსმცა მიხაროდა.

პავლესი: რომელი-იგი არს იგავად (4,24).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჩუენისა ამის საქმისა მომართ გულისხმა-იყოფებიან და ვითარცა ისაკ იშვა აღთქუმითა, ეგრეთვე ჩუენ აბრაჰამის შვილ ვიქმნენით მადლითა ქრისტესითა, და უკუეთუ ვიდევნებით, ნუ გიკჳრს, რამეთუ მაშინცა ჭეშმარიტი იგი შვილი ისაკ მჴევლისაგანისა მის მიერ იდევნებოდა.

პავლესი: რამეთუ ესე არიან ორნი რჩეულნი (4,24).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ რჩული იგი ძუელი ტანჯვათა იტყჳს, ვითარცა მონათა ზედა, მსგავსად აგარისა, რომელი-იგი მჴევალი იყო და შვა ისმაელ, ხოლო მეორე, რომელი ქრისტეს მოსლვითა გამოჩნდა, რომლისა მიერ აღდგომაჲ და ცხორებაჲ მოგუეცა და აღსლვაჲ ზეცისა იერუსალჱმსა, ამან აზნაურებაჲ და ყოველნი კეთილნი მოგუცნა, რამეთუ ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "ზეცისა იერუსალჱმი აზნაურ არს" (4,26).

პავლესი: თანა-შეტყუების ამას იერუსალჱმსა (4,25).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ახლოს არს იერუსალიჱმს, რამეთუ იერუსალჱმი მახლობელ არს მთისა მის, მჴევლისა სახელითა წოდებულისა, და მუნ მოეცა მას მთასა აღთქუმაჲ. ხოლო ზეცისა იერუსალჱმი არა რჩულსა მოსესსა ქუეშე არს, არამედ აზნაურ, და აწ უკუე, რომელნიცა ქრისტეს სარწმუნოვებასა შინა იყვნენ, ზეცისა იერუსალჱმისა შვილნი არიან, რომლისა სახე არს სარრა. რომელნი ძუელსა რჩულსა ქუეშე იყვნენ, შვილნი არიან ქუეყანისა იერუსალჱმისა, რომლისა სახე არს აგარ.