მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Galatians 5:19

18. But if ye be led of the Spirit, ye are not under the law.19. Now the works of the flesh are manifest, which are these; Adultery, fornication, uncleanness, lasciviousness,20. Idolatry, witchcraft, hatred, variance, emulations, wrath, strife, seditions, heresies,
Galatians თავი 5
19. Now the works of the flesh are manifest, which are these; Adultery, fornication, uncleanness, lasciviousness,
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთმსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლვანი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი (5,19-21).:

თარგმანი: რაჟამს ჩუენ განვჰყოფდეთ ვნებათა ამათ, არა ყოველთა ჴორცთად ვიტყჳთ, არამედ შურსა და მტერობასა და მსგავსთა ამათთა — სულისად უწოდთ, ხოლო აწ მოციქული არა სულიერთა და ჴორციელთა ვნებათა განყოფილებასა ჰყოფს, საქმითსა და გონებითსა; რამეთუ საქმითი — ჴორცთაჲ არს, ხოლო გონებითი — სულისაჲ, არამედ ყოველსავე საღმრთოსა საქმესა სულიერად იტყჳს, რაჲცა რაჲ ყოს კაცმან საქმით გინა გონებით, რამეთუ სათნოებასა ზეცისათა მიმართ აქუს თჳსებაჲ და არა ქუეყანისათა; ამისთჳს სულისად იწოდების, რამეთუ სულიცა ზენაჲსა თჳსებისაჲ არს .და არა ქუეყანისაჲ. და კუალად, უკეთურებისა კერძი რაჲცა რაჲ ყოს კაცმან, საქმით გინა გონებით, ესევითარსა მას ჴორცთად უწოდს, რამეთუ მათ თანა აქუს თჳსებაჲ განხრწნადობისა მისთჳს მათისა. და ესე იყავნ მიზეზისათჳს ამათ თქუმულთაჲსა.

ხოლო თჳთ ვნებანი ესე რომელნიმე არა მოქენე არიან თარგმანებისა, ვითარ სიძვაჲ და მრუშებაჲ, ხოლო არაწმიდებაჲ და ბილწებაჲ არს სახელ ბუნებისა გარეგანთა ვნებათა. კუალად, ცხად არს კერპთმსახურებაჲ, მწამლველობაჲ, მტერობაჲ, ჴდომაჲ, ვინაჲცა მტერობაჲ ოდესმე სამართალსა ზედა იქმნების, რაჟამს სარწმუნოებისათჳს ბრძოლასა ვჰყოფდეთ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2010 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...სეთი რამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ“ (). „ცოდვის საზღაური სიკვდილია!“ ().

ხოლო სულის ნაყოფია: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“... (). და „ისინი ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან ... ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი“ ().

უფალი ბრძანებს: „რას არგებს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?“ (მკ. 8, 36-37) მთელი დედამიწის სიმდიდრე არ ღირს ერთი ადამიანის სულად, რადგან იგი ხატებაა ღვთისა. ამიტომაც უმნიშვნელო, უბრალო პიროვნება არ არსებობს. თითოეული ადამიანი უნიკალურია, დაჯილდოებული განუმეორებელი და განსაკუთრებული ნიჭით, ოღონდ ჩვენ ეს უნდა აღმოვაჩინოთ.

ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის დადებით და უარყოფით თვისებებზე და ეცადოს დადებითი მხარე კიდევ უფრო განავითაროს, ცოდვითი მიდრეკილებები კი დათრგუნოს და თანდათანობით ჩამოიცილოს. ქრისტიანთათვის დედამიწა არ არის სამოთხე; ეს არის განსაცდელებით სავსე ადგილი და მთავარია, ჩვენ სწორი პასუხი...

სრულად ნახვა