მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Galatians 5:20

19. Now the works of the flesh are manifest, which are these; Adultery, fornication, uncleanness, lasciviousness,20. Idolatry, witchcraft, hatred, variance, emulations, wrath, strife, seditions, heresies,21. Envyings, murders, drunkenness, revellings, and such like: of the which I tell you before, as I have also told you in time past, that they which do such things shall not inherit the kingdom of God.
Galatians თავი 5
20. Idolatry, witchcraft, hatred, variance, emulations, wrath, strife, seditions, heresies,
თავი ი̂ა. სახე სულისა აზნაურებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთმსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლვანი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი (5,19-21).:

თარგმანი: რაჟამს ჩუენ განვჰყოფდეთ ვნებათა ამათ, არა ყოველთა ჴორცთად ვიტყჳთ, არამედ შურსა და მტერობასა და მსგავსთა ამათთა — სულისად უწოდთ, ხოლო აწ მოციქული არა სულიერთა და ჴორციელთა ვნებათა განყოფილებასა ჰყოფს, საქმითსა და გონებითსა; რამეთუ საქმითი — ჴორცთაჲ არს, ხოლო გონებითი — სულისაჲ, არამედ ყოველსავე საღმრთოსა საქმესა სულიერად იტყჳს, რაჲცა რაჲ ყოს კაცმან საქმით გინა გონებით, რამეთუ სათნოებასა ზეცისათა მიმართ აქუს თჳსებაჲ და არა ქუეყანისათა; ამისთჳს სულისად იწოდების, რამეთუ სულიცა ზენაჲსა თჳსებისაჲ არს .და არა ქუეყანისაჲ. და კუალად, უკეთურებისა კერძი რაჲცა რაჲ ყოს კაცმან, საქმით გინა გონებით, ესევითარსა მას ჴორცთად უწოდს, რამეთუ მათ თანა აქუს თჳსებაჲ განხრწნადობისა მისთჳს მათისა. და ესე იყავნ მიზეზისათჳს ამათ თქუმულთაჲსა.

ხოლო თჳთ ვნებანი ესე რომელნიმე არა მოქენე არიან თარგმანებისა, ვითარ სიძვაჲ და მრუშებაჲ, ხოლო არაწმიდებაჲ და ბილწებაჲ არს სახელ ბუნებისა გარეგანთა ვნებათა. კუალად, ცხად არს კერპთმსახურებაჲ, მწამლველობაჲ, მტერობაჲ, ჴდომაჲ, ვინაჲცა მტერობაჲ ოდესმე სამართალსა ზედა იქმნების, რაჟამს სარწმუნოებისათჳს ბრძოლასა ვჰყოფდეთ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2007 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო,:

...ძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება“ და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ ().

არიან ორმაგი სტანდატრებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს.

სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი - ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.

ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ“ (). **„და ვინც აცდუნებს ერთ მც...

სრულად ნახვა