მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Galatians 5:3

2. Behold, I Paul say unto you, that if ye be circumcised, Christ shall profit you nothing.3. For I testify again to every man that is circumcised, that he is a debtor to do the whole law.4. Christ is become of no effect unto you, whosoever of you are justified by the law; ye are fallen from grace.
Galatians თავი 5
3. For I testify again to every man that is circumcised, that he is a debtor to do the whole law.
თავი ი̂. ვითარმედ ჩინებაჲ ჩუენი არა თანამდებ არს წინადაცუეთისა და შჯულისა ქრისტეს ვნებათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო კუალად უწამებ ყოველსა კაცსა წინადაცუეთილსა, ვითარმედ თანამდებ არს იგი ყოველსა შჯულსა ყოფად - (5,3).:

თარგმანი: არათუ წინადაცუეთილთა ჰურიაობად აწუევს, არამედ ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ: უკუეთუ ვინმე ჰგონებს, ვითარმედ წინადაცუეთაჲ კმა არს აღსრულებად შჯულისა, ესე ვერ ეგების, რამეთუ უკუეთუ მცირეცა რაჲმე დააკლოს, წყევისა თანამდებ არს და ყოვლისაგან განვრდომილ არს, ვითარ-იგი ერთი-ერთსა შეუდგს; რამეთუ, დაღაცათუ წინა-დაიცჳთო, და არა — მერვესა დღესა; დაღათუ მერვესა დღესა, და არა შესწირო მსხუერპლი; და დაღაცათუ მსხუერპლი, არამედ — არა განჩინებულსა ადგილსა; და დაღათუ ადგილი განჩინებულ, ხოლო მსხუერპლი — არა სამსხუერპლო; და კუალად, ესე თუ იყოს, ხოლო არა წესისაებრ დაკლულ იყოს; და კუალად, წესისაებრ დაკლული უკუეთუ არა წესისაებრ წარაგო, —ყოველივე წარგიწყმედიეს. ამისთჳს კეთილ არს, რაჲთა ყოვლად განეყენო შჯულსა და ყოვლითურთ შეეყო მადლსა, და ესრეთ განსთავისუფლდე თანამდებობისაგან მისისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის