მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 1:17

16. And God made two great lights; the greater light to rule the day, and the lesser light to rule the night: he made the stars also.17. And God set them in the firmament of the heaven to give light upon the earth,18. And to rule over the day and over the night, and to divide the light from the darkness: and God saw that it was good.
Genesis თავი 1
17. And God set them in the firmament of the heaven to give light upon the earth,
საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ელინთა ცთომილება — ქმნილების თაყვანისცემა შემოქმედის ნაცვლად (1:17-18):

მაგრამ ელინთა მოწაფეებმა, ამ სტიქიის წინაშე აღტაცებასა და განცვიფრებაში მოსულებმა, ვეღარ შეძლეს შორს ხილვა და შემოქმედის დიდება, არამედ სტიქიაზე შეჩერდნენ და გააღმერთეს იგი. ამიტომაც ამბობს ნეტარი პავლე: „გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა" (). რა შეიძლება ამ ადამიანებზე უფრო უგუნური იყოს, ვინც ვერ შეძლეს ქმნილებისგან შემოქმედის შეცნობა და ასეთ ცთომილებაში ჩავარდნენ, რომ ქმნილება და დაბადებული შემოქმედის საფეხურზე აიყვანეს? ამიტომ საღვთო წერილი, რომელიც წინასწარ ხედავს უზრუნველ ადამიანთა ცთომილებისადმი მიდრეკილებას, გვასწავლის, რომ ეს სტიქია სამი დღის შემდეგ შეიქმნა, მას შემდეგ, რაც მიწაზე ყველა თესლი აღმოცენდა და მიწამ თავისი შემკობა მიიღო: ამის შემდეგ ნუ გაბედავს ვინმე თქმას, თითქოს მზის ხელშეწყობის გარეშე მიწის ნაყოფი ვერ მომწიფდეს. ამიტომ (მოსე) გიჩვენებს, რომ ყველაფერი მზის შექმნამდე იყო აღსრულებული; რომ ნაყოფთა მომწიფება არა მას მიაწერო, არამედ ყოვლისა შემოქმედს, რომელმაც თავდაპირველად თქვა: „აღმოამორჩენ...

სრულად ნახვა
საუბარი 13. „და დანერგო უფალმან ღმერთმან სამოთხე ედემს, აღმოსავალით" (დაბ 2:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. სამოთხე და სათნოებისკენ შეგონება (2:9):

...ა, თუმცა თავად ჯერ არაფერი ჰქონდა გაკეთებული. ნუ გაგიკვირდება სიტყვა „დადვა", რადგან წერილს ჩვეულება აქვს, ჩვენთვის და ჩვენი სარგებლისთვის, ადამიანურ გამოთქმებს ხმარობდეს. რომ ამაში დარწმუნდე, შეხედე, როგორ ვარსკვლავთა შექმნის შესახებაც იმავე გამოთქმას იყენებს: „და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა" (), — არა იმისთვის, რომ გვეფიქრა, თითქოს ისინი ცაზე ჩამაგრებულნი არიან (ხომ თითოეული მათგანი თავის სვლას ასრულებს, ადგილიდან ადგილზე გადაადგილდება), არამედ იმის საჩვენებლად, რომ ღმერთმა ბრძანა, რომ ისინი ცაზე იყვნენ, ისევე როგორც ადამიანი — სამოთხეში ეცხოვრა. „და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა შორის სამოთხესა და ხე იგი ცნობად კეთილისა და ბოროტისა" (). აი, კიდევ ერთი ქველმოქმედება, რომლითაც ღმერთმა შექმნილი პატივით მოსა. ინება რა, რომ ადამიანი სამოთხეში ეცხოვრა, ღმერთმა ბრძანა, მიწიდან მრავალფეროვანი ხეები აღმოცენებულიყო, რომლებიც მისი ხილვით გაახარებდნენ და საჭმელადაც გამოადგებოდნენ. „ყოველი ხე შუენიერი ხილვად", ესე იგი გარეგნობით, „და კეთილი საჭმელად", ესე იგი ისეთნი, რომ თვალს ახარებდნენ და გემოს ატკბობდნე...

სრულად ნახვა