მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 1:29

28. And God blessed them, and God said unto them, Be fruitful, and multiply, and replenish the earth, and subdue it: and have dominion over the fish of the sea, and over the fowl of the air, and over every living thing that moveth upon the earth.29. And God said, Behold, I have given you every herb bearing seed, which is upon the face of all the earth, and every tree, in the which is the fruit of a tree yielding seed; to you it shall be for meat.30. And to every beast of the earth, and to every fowl of the air, and to every thing that creepeth upon the earth, wherein there is life, I have given every green herb for meat: and it was so.
Genesis თავი 1
29. And God said, Behold, I have given you every herb bearing seed, which is upon the face of all the earth, and every tree, in the which is the fruit of a tree yielding seed; to you it shall be for meat.
საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. მხილება სულიერი უდარდელობისთვის

მსურს ჩვეულ სწავლებას მივმართო, მაგრამ ვჩერდები და ვყოყმანობ; დარდის ღრუბელმა მოიცვა ჩემი გონება, აღაშფოთა და დაარღვია იგი; უფრო სწორად, არა მხოლოდ დარდის, არამედ რისხვის ღრუბელიც, და არ ვიცი, რა გავაკეთო, — ასეთი აღელვება ეუფლება ჩემს სულს. მართლაც, როცა გავიფიქრებ, რომ ეშმაკმა ოდნავ რომ დაბერა, თქვენ, ჩვენი უწყვეტი სწავლებისა და ყოველდღიური შეგონების დავიწყებით, ყველანი გაიქეცით იმ სატანისეულ სანახაობაზე, როცა ცხენის რბოლა მოხდა, — შემიძლია კი კვლავ გულმოდგინებით მოგაწოდოთ სწავლება, როცა ყოველივე წინანდელი ასე სწრაფად გაქრა? განსაკუთრებით ამძაფრებს ჩემს მწუხარებას და აღაგზნებს ჩემს რისხვას ის, რომ თქვენ, ჩვენს შეგონებასთან ერთად, წმიდა დიდი მარხვის მიმართ მოწიწებაც გადააგდეთ სულიდან და ასე თავად მიეცით ეშმაკის მახეებს. როგორ შეიძლება ვინმემ, თუნდაც ქვისგან ჰქონდეს სული, ადვილად აიტანოს ასეთი უზრუნველობა თქვენი? მრცხვენია, მერწმუნეთ, და ვწითლდები, როცა ვხედავ, რომ ამაოდ ვშრომობთ და ქვებზე ვყრით თესლს. მაგრამ ისმენთ თუ არა ჩემს სიტყვებს, დანიშნული ჯილდო მე მაინც მომეცემა, რადგან მთელი ჩემი...

სრულად ნახვა
საუბარი 10. „და შექმნა ღმერთმან კაცი, მიწისაგან მიწისა" (დაბ 1:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის განგება ქმნილებათა გამოკვებისთვის (1:29-30):

„და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენ ყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად. და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ" (დაბ 1:29–30). ყურადღება მიაქციე, საყვარელო, გამოთქმათა ზუსტობას და ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას, და ერთი სიტყვაც უყურადღებოდ ნუ გამოტოვებ. „და თქვა, — ამბობს, — ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენ ყოველი თივა სათესავი", — თითქოს ორისადმი მიმართავს, და ეს მაშინ, როცა ცოლი ჯერ არ იყო შექმნილი. შემდეგ, რომ უფლის უსაზღვრო სახიერება გაიგო, შეხედე, როგორ იჩენს მოწყალებასა და ზღვაზე უფრო უხვ სიკეთეს არა მხოლოდ მამაკაცისა და ჯერ არშექმნილი ცოლის, არამედ უტყვ ცხოველთა მიმართაც. რომ თქვა: „თქუენდა იყოს საჭმელად", დაუმატა: „და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა". აი, მოწყალების კიდევ ერთი უფსკრული: ის არა მხოლოდ მშვიდ და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის