ხედავ, საყვარელო, რა სიკეთეა მოთმინება? მაშ, გაიხსენე ის სიტყვები, რომლებიც პატრიარქმა წარმოთქვა, ეგვიპტეს რომ უახლოვდებოდა: „უწყი, რამეთუ დედაკაცი პირკეთილი ხარ შენ. იყოს უკუე, ვითარცა გიხილონ შენ მეგჳპტელთა,... მომკლან მე, ხოლო შენ გიგულონ". მაშ, ეს სიტყვები გაიხსენე, ახლა შეხედე, რა ხდება, და იკვირვე მართლის მოთმინებასა და კაცთმოყვარე ღვთის ძალას, რა დიდებით გამოიყვანს ეგვიპტიდან მართალს, რომელიც იქ ასეთი შიშითა და ძრწოლით შევიდა. „ჰრქუა, — ნათქვამია, — ფარაო კაცთა აბრაამისთა თანა განვლინებად მისსა ცოლი-ცა მისი და ყოველნი, რაოდენნი იყუნეს მისნი, და ლოთ მის თანა" (). მართალი მიდის ყოველგვარი პატივითა და დიდი სიმდიდრით და მისი ბედის მოვლენებით მოძღვარი ხდება არამხოლოდ ეგვიპტელთათვის, არამედ გზაზე და პალესტინაში მცხოვრებთათვისაც. მართლაც, ვინც ხედავდა, როგორ ადრე, შიმშილით აიძულებული, შიშითა და ძრწოლით მიდიოდა ეგვიპტეში, ხოლო ახლა ასეთი დიდებით, სიუხვითა და სიმდიდრით ბრუნდებოდა, — ამისგან ღვთის განგების ძალას შეიცნობდა. ვინ ხილავდა ოდესმე, ვის სმენოდა ამის მსგავსი? წავიდა...
Genesis 12:20
19. Why saidst thou, She is my sister? so I might have taken her to me to wife: now therefore behold thy wife, take her, and go thy way.20. And Pharaoh commanded his men concerning him: and they sent him away, and his wife, and all that he had.
Genesis თავი 12