შემდეგ, რათა ადამის წინასწარმეტყველების ზედმიწევნითობაში დარწმუნდე — იმაში, რომ მის მიერ ნათქვამი დღემდე სრულდება და (სამყაროს) დასასრულამდეც აღსრულდება, — ისმინე, რა მოსდევს. „ამას, — ამბობს, — ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც" (). ხედავ, როგორ (ადამმა) ყოველივე გვიხსნა, თავისი წინასწარმეტყველური სულით ყოველ გარემოებას ზუსტად ამხელს. „ამას, — ამბობს, — ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა": აქ ის ნეკნის აღებაზე მიანიშნებს. შემდეგ, მომავალს გახსნის რა, ამბობს: „ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც". საიდან, მითხარი, მოუვიდა აზრად ამის თქმა? საიდან შეიტყო მომავალი და ის, რომ კაცთა მოდგმა გამრავლდება? საიდან გაიგო, რომ ქმარსა და ცოლს შორის შეუღლება იქნება? ხომ ეს დაცემის შემდეგ მოხდა; მანამდე კი ადამიანები სამოთხეში, როგორც ანგელოზები, ცხოვრობდნენ, გულისთქმით არ...
Genesis 2:25
1. სულიერი საუნჯე და გველის მზაკვრობა (2:25-3:1)
დღეს მსურს გაგიხსნათ, საყვარელნო, სულიერი საუნჯე, რომელიც გადანაწილებისას არასოდეს ილევა, ყველას ამდიდრებს და სულაც არ მცირდება, პირიქით, კიდევ უფრო მატულობს. და თუ ხელშესახები საუნჯიდან ვინმეს მცირე ნაწილიც კი რომ მიიღოს, დიდ სიმდიდრეს შეიძენს; ისე საღვთო წერილშიც მოკლე გამონათქვამშიც კი შეიძლება დიდი ძალა და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრე მოინახოს. ასეთია ამ საუნჯის თვისება: მიმღებთ ამდიდრებს და თავად არასოდეს იკლებს, რადგან უხვად გადმოადინებს მას სულიწმიდის წყარო. თქვენი საქმე კი ის არის, რომ წარმოდგენილს გულმოდგინედ დაიცავდეთ და მეხსიერებაში მტკიცედ შეინარჩუნოთ, რათა ნათქვამს ადვილად მიყვეთ. ოღონდ ჩვენ მოშურნეობით აღვასრულოთ ჩვენზე დამოკიდებული, ხოლო მადლი მზადაა და ეძებს, ვინ მიიღებდეს მას სავსებით. მოვისმინოთ დღევანდელი საკითხავიც, რათა გავიცნოთ ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა და ის, რა მოწყალება გამოიჩინა მან ჩვენი ცხონებისთვის. „და იყვნეს ორნივე შიშუელ: ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა" (). დაფიქრდი პირველმშობელთა დიდ...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის