მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 2:9

8. And the LORD God planted a garden eastward in Eden; and there he put the man whom he had formed.9. And out of the ground made the LORD God to grow every tree that is pleasant to the sight, and good for food; the tree of life also in the midst of the garden, and the tree of knowledge of good and evil.10. And a river went out of Eden to water the garden; and from thence it was parted, and became into four heads.
Genesis თავი 2
9. And out of the ground made the LORD God to grow every tree that is pleasant to the sight, and good for food; the tree of life also in the midst of the garden, and the tree of knowledge of good and evil.
საუბარი 13. „და დანერგო უფალმან ღმერთმან სამოთხე ედემს, აღმოსავალით" (დაბ 2:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. სამოთხე და სათნოებისკენ შეგონება (2:9):

შეხედე, რა პატივს აღმოუჩენს ღმერთი ადამიანს მაშინვე! სამოთხის გარეთ რომ შექმნა, მაშინვე შეიყვანა, რათა თავად საქმით ეგრძნო ღვთის ქველმოქმედება; რათა საქმით ენახა, რა პატივს აღმოუჩენდა, სამოთხეში შეიყვანა: „და დადვა მუნ კაცი იგი, რომელი შექმნა". სიტყვა „დადვა" კვლავ ისე უნდა გავიგოთ, თითქოს ნათქვამი იყოს: უბრძანა ადამიანს, იქ ეცხოვრა, რათა სამოთხის ხილვაც და მასში ყოფნაც დიდ სიხარულს ანიჭებდა და მადლიერების გრძნობას აღძრავდა, როცა ფიქრობდა, რა დიდი ქველმოქმედებაც ეღირსა, თუმცა თავად ჯერ არაფერი ჰქონდა გაკეთებული. ნუ გაგიკვირდება სიტყვა „დადვა", რადგან წერილს ჩვეულება აქვს, ჩვენთვის და ჩვენი სარგებლისთვის, ადამიანურ გამოთქმებს ხმარობდეს. რომ ამაში დარწმუნდე, შეხედე, როგორ ვარსკვლავთა შექმნის შესახებაც იმავე გამოთქმას იყენებს: „და დასხნა იგინი ღმერთმან სამყაროსა ცისასა" (), — არა იმისთვის, რომ გვეფიქრა, თითქოს ისინი ცაზე ჩამაგრებულნი არიან (ხომ თითოეული მათგანი თავის სვლას ასრულებს, ადგილიდან ადგილზე გადაადგილდება), არამედ იმის საჩვენებლად, რომ ღმერთმა ბრძანა, რომ ისინი ცაზე...

სრულად ნახვა
საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის მცნება ადამისადმი (2:16-17):

...კბობა იყო ნაყოფით დამძიმებული ხეების ხილვა, მრავალფეროვანი ყვავილები, ბალახები, ფოთლები და ყოველივე, რაც კი სამოთხეში შეიძლება იყოს, მით უმეტეს სამოთხეში, რომელიც ღვთის მიერ იყო დანერგილი. ამიტომ ზემოთ საღვთო წერილი ამბობს: „და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად" (), რათა ვიცოდეთ, რა სიუხვით სარგებლობდა ადამიანი, რომელმაც თავისი დიდი თავშეუკავებლობითა და უზრუნველობით ამპარტავნულად მოექცა მისთვის მიცემულ მცნებას. წარმოიდგინე, საყვარელო, რა მაღალი პატივით ღირსყო იგი ღმერთმა: მისთვის განკუთვნილი განსაკუთრებული ტრაპეზი უბოძა სამოთხეში, რათა არ ეფიქრა, თითქოს იგივე საკვები ჰქონდა, რაც უტყვ ცხოველებს, არამედ სამოთხეში, როგორც მეფე, ცხოვრობდა, მისი სიამოვნებით ტკბებოდა და, როგორც მეპატრონე, ქვეშევრდომთაგან განსხვავებული იყო და განსაკუთრებულ ცხოვრებას ეწეოდა. „და ამცნო, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო; ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ". თითქოს ასე ეუბნებოდა ღმერთი ადამს: „მე შენგან რაიმე ძნელსა და მძიმეს კი არ ვითხოვ — ყველა ხით სარგებლობის ნებას გაძლევ...

სრულად ნახვა