აი ჭეშმარიტი ქორწინება — როცა მეუღლეთა შორის ასეთი თანხმობა სუფევს, როცა მათ შორის ასეთი მჭიდრო კავშირია, როცა ისინი ურთიერთსიყვარულით არიან შეერთებულნი. როგორც სხეული ვერასოდეს იქნება საკუთარ თავთან უთანხმოებაში და სულიც — საკუთარ თავთან, ასევე ქმარი და ცოლიც არ უნდა უთანხმოებდნენ ერთმანეთს, არამედ ერთობაში ცხოვრობდნენ. აქედან აურაცხელი სიკეთე შეიძლება წარმოიშვას მათთვის. ყველა სიკეთე იქ იყრის თავს, სადაც ასეთი ერთსულოვნებაა, — იქ მშვიდობაა, იქ სიყვარულია, იქ სულის სიხარულია; არ არის იქ ჩხუბი, არც ბრძოლა, არც მტრობა, არც კინკლაობა; ეს ყველაფერი ქრება, რადგან ყველა სიკეთის ფესვი, ანუ ერთსულოვნება, ანადგურებს ამ ყველაფერს. „მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ. მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა" (). შეხედე, რა კაცთმოყვარეა ღმერთი. მან, რომელმაც იცოდა, რომ მართალმა სიკვდილის შიშის გამო დიდსულოვნად აიტანა სარრას მოტაცება და რომ მეფემ იგი მართლის დად მიიყვანა, ავლენს...
Genesis 20:3
2. And Abraham said of Sarah his wife, She is my sister: and Abimelech king of Gerar sent, and took Sarah.3. But God came to Abimelech in a dream by night, and said to him, Behold, thou art but a dead man, for the woman which thou hast taken; for she is a man's wife.4. But Abimelech had not come near her: and he said, Lord, wilt thou slay also a righteous nation?
Genesis თავი 20