მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 26:6

5. Because that Abraham obeyed my voice, and kept my charge, my commandments, my statutes, and my laws.6. And Isaac dwelt in Gerar:7. And the men of the place asked him of his wife; and he said, She is my sister: for he feared to say, She is my wife; lest, said he, the men of the place should kill me for Rebekah; because she was fair to look upon.
Genesis თავი 26
6. And Isaac dwelt in Gerar:
საუბარი 51. „და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა" (დაბ 26:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. პირმშოობის უფლება და ისაკის შიმშილი (26:1-2)

კვლავ მსურს თქვენთვის სწავლება შემოგთავაზოთ იქიდან, რაც გასულ ჯერზე ჩვენი ნათქვამის შემდეგ მოდის. ხოლო მეტი სიცხადისთვის, საყვარელნო, უნდა შეგახსენოთ, სად დავასრულეთ გასულ ჯერზე სიტყვა და საიდან უნდა დავიწყოთ დღეს. თქვენ თვითონ, მრავალი საზრუნავით გართულნი, შეიძლება ეს დაგავიწყდათ. ჩემი მოვალეობა კი ის არის, რომ ეს შეგახსენოთ, რათა ამ შეხსენებით უფრო ნათელი გახდეს თქვენთვის სიტყვა, რომელსაც დღეს მოისმენთ. თქვენ იცით, რომ გასულ ჯერზე, რებეკას ღვთისმოსაობის შესახებ თხრობისას, ესავსა და იაკობზე მივედით და იქ შევჩერდით, სადაც ესავმა პირმშოების უფლება იაკობს დაუთმო, იმის საზრდელით სარგებლობა რომ უნდოდა, და ცნობილი საჭმლისადმი ვნებით თავისი თავი პირმშოობის უფლებას მოაკლო. ეს კი უბრალოდ არ მომხდარა, არამედ იმისთვის, რომ საქმით აღსრულებულიყო ღვთაებრივი წინასწარმეტყველება: „შევიყუარე ძე იაკობი, ხოლო ისავი მოვიძულე" (მალ 1:2–3). რადგან ღმერთი წინასწარ ხედავდა მომავალ მოვლენებს, მან წინასწარვე აუწყა იაკობის სათნოებაც და ესავის სულმდაბლობეც. მაშ, რას ნიშნავს პირმშოების უფლება? გასულ ჯერზე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის