გუშინ ხომ ნახეთ მსაჯულის კაცთმოყვარეობა? ნახეთ სახიერებით აღსავსე განკითხვა? ნახეთ სასჯელთა განსხვავება — როგორ დაისაჯა მზაკვარი მაცდუნებელი და როგორ მაცდურობის მსხვერპლთათვის დაკისრებულმა სასჯელმა ღვთის დიდი კაცთმოყვარეობა გამოაჩინა? ნახეთ, რა სასარგებლო იყო ჩვენთვის სამსჯავროში თანადასწრება და იმის ნახვა, თუ როგორ მიმდინარეობდა განკითხვა? შეიტყვეთ, თუ რამდენი და რა დიდ სიკეთეთა ადამი და ევა მოაკლდნენ მცნების დარღვევით — ხომ დაკარგეს ის გამოუთქმელი დიდება და ის ცხოვრება, რომელიც ანგელოზურისგან თითქმის არაფრით ჩამოუვარდებოდა. ვნახეთ მეუფის მოწყალება, შევიტყვეთ, რა დიდი ბოროტებაა უზრუნველობა, როგორ გვართმევს იგი იმ სიკეთეებსაც, რომლებითაც უკვე ვსარგებლობდით, და დიდ სირცხვილში გვაგდებს. ამიტომ გემუდარებით, ფხიზლები ვიყოთ და მათი (პირველი ადამიანების) დაცემა სამკურნალოდ მოგვეხმაროს; მათი უზრუნველობა ჩვენთვის სიფრთხილის საბაბი იყოს, რადგან ამის შემდეგ იმავე ცოდვათა ჩამდენი უფრო მძიმე სასჯელს ექვემდებარება, ვინაიდან სხვის მაგალითით გამოსწორება არ ისურვა. მართლაც, შთამომავლები, რომლებიც პირველი ადამიანების მსგავსად სცოდავენ, მათთან თანაბარ...
Genesis 3:21
20. And Adam called his wife's name Eve; because she was the mother of all living.21. Unto Adam also and to his wife did the LORD God make coats of skins, and clothed them.22. And the LORD God said, Behold, the man is become as one of us, to know good and evil: and now, lest he put forth his hand, and take also of the tree of life, and eat, and live for ever:
Genesis თავი 3