მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 3:6

5. For God doth know that in the day ye eat thereof, then your eyes shall be opened, and ye shall be as gods, knowing good and evil.6. And when the woman saw that the tree was good for food, and that it was pleasant to the eyes, and a tree to be desired to make one wise, she took of the fruit thereof, and did eat, and gave also unto her husband with her; and he did eat.7. And the eyes of them both were opened, and they knew that they were naked; and they sewed fig leaves together, and made themselves aprons.
Genesis თავი 3
6. And when the woman saw that the tree was good for food, and that it was pleasant to the eyes, and a tree to be desired to make one wise, she took of the fruit thereof, and did eat, and gave also unto her husband with her; and he did eat.
საუბარი 16. პირველქმნილთა დაცემის შესახებ: „და იყვნეს ორნივე შიშუელ" (დაბ 2:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღმერთთან თანასწორობის ცრუ დანაპირები (3:1-6):

მაგრამ მოვისმინოთ, რას პასუხობს ეშმაკს. როცა გველმა თქვა: „რად რამეთუ თქუა უფალმან ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა", დედაკაცი ეუბნება: „ყოვლისაგან ნაყოფისა ხისა სამოთხისა ვჭამოთ. ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ" (). ხედავ, რა ვერაგობაა? ის თქვა, რაც არ ყოფილა, რათა მას საუბარში ჩაეთრია და გაეგო, რა იყო (სინამდვილეში ნათქვამი). დედაკაცმა, მისადმი კეთილგანწყობილს როგორც ენდო, მთელი მცნება გაუმხილა, ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრო და თავისი პასუხით ყოველგვარი გამართლება წაართვა თავის თავს. მართლაც, რა შეგიძლია, დედაკაცო, თავის გასამართლებლად თქვა? „თქუა ღმერთმან: არა სჭამოთ ყოვლისაგან ხისა სამოთხისა". შენ უნდა მობრუნებულიყავი მისგან (ეშმაკისგან), როგორც (სიმართლის) საწინააღმდეგოს მთქმელისგან, და გეთქვა: წადი, შენ მატყუარა ხარ, არ იცი არც მოცემული მცნების ძალა, არც ჩვენი სარგებლობის სიდიადე, არც (ღვთის) ნიჭთა სიუხვე. შენ ამბობ, თითქოს ღმერთმა ბრძანა, რომ არცერთი სამოთხის ხიდან არ...

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ამრიგად, ქალთან შედარებით ამბობს, რომ ის არ მოტყუებულა, რადგან ის ქალი მონამ და დაქვემდებარებულმა მოატყუა, ხოლო ეს - თავისუფალმა. კვლავ, ადამზე კი არ არის ნათქვამი: „იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად... და მისცა ქმარსა-ცა მისსა მის თანა“ (), არამედ დედაკაცზეა ნათქვამი, რომ მან ჭამა და თავის ქმარსაც მისცა; ამიტომ ადამმა სურვილით შეპყრობილმა კი არ დაარღვია მცნება, არამედ უბრალოდ დედაკაცს დაერწმუნა. ერთხელ ქალმა ასწავლა და ყველაფერი დაამხო; ამიტომ ამბობს: „მოძღურებად დედათა არა უბრძანებ... არამედ რაჲთა იყოს იგი მყუდროებით“ (). მაშ, დანარჩენ ქალებთან რა კავშირი აქვს, თუ ეს იმან განიცადა? ძალიანაც აქვს; რადგან მოდგმა სუსტი და მჩატეა. სხვაგვარადაც, აქ მთელი ბუნების შესახებ არის ნათქვამი; რადგან არ უთქვამს: ევა მოტყუვდაო, არამედ: „დედაკაცი იგი სცთა და შჯულსა გარდაჰჴდა“ (), რაც უფრო საერთო მოდგმის სახელია, ვიდრე მხოლო...

სრულად ნახვა