ვიცი, რომ გუშინ საუბრის სიგრძემ დაგღალათ. მაგრამ იყავით მოთმინებით: თქვენი შრომა ამაო არ არის — იგი უფლისთვის აღესრულება, რომელიც მცირეხნიან შრომასაც დიდი ჯილდოებით ღირს-ჰყოფს. სხეული თუ დაიღალა, სულმა მით უფრო განმტკიცება მიიღო. მეც მინდოდა, სწავლება შემემოკლებინა, მაგრამ თქვენი ძლიერი სურვილისა და გულმოდგინე მოშურნეობას რომ ვხედავდი, ვერ გავბედე სიტყვის უდროოდ შეწყვეტა დაწყებული თხრობის დამთავრებამდე, იმის მცოდნემ, რომ ამით უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ხანგრძლივმა საუბარმა განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩინა თქვენი დიდი გულმოდგინება და სმენის დაუოკებელი წყურვილი. ამიტომაც მეც, დღითიდღე მზარდ მოშურნეობას რომ ვამჩნევ, მეტი მზადყოფნით ვიწყებ თქვენთვის სწავლების წარმოთქმას. მაშ, დღესაც, შეძლებისამებრ, გუშინდელის მომდევნო რომ გავაგრძელოთ, თქვენ, საყვარელნო, ჩვეულ ტრაპეზს შემოგთავაზოთ და ვნახოთ, მართალმა იაკობმა ლაბანის წასვლის შემდეგ როგორ განაგრძო მოგზაურობა. საღვთო წერილში წარმოდგენილიდან არაფერია ტყუილად ნათქვამი, არამედ მართალთა ყოველ საქციელს ჩვენთვის უდიდესი სარგებელი აქვს. რადგან ყოვლის უფალი ღმერთი მუდამ თან ახლდა მათ და...
Genesis 32:1
...ს სათნოებაზე, არამედ ღვთისგან მისთვის მოვლინებულზე მიუთითებს და ამბობს: „რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე". სწორედ ის არის, ვინც ჩემი ცხოვრება თავიდანვე დღევანდელ დრომდე მოაწყო. ასე ადრეც თქვა: „ამით კუერთხითა წიაღმოვჰჴედ იორდანესა ამას და, აწ ესერა, ვიქმენ ორად ბანაკად" (). ახლაც იმავეს ამბობს, მხოლოდ სხვა სიტყვებით: „რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე, ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა" (დაბ 48:15–16). მადლიერი სულის, ღვთისმოსავი გულის სიტყვები, რომელიც ახალ ხსოვნაში ინახავს ღვთის ქველმოქმედებას! ის, ამბობს, რომელსაც სათნო ეყვნეს მამანი ჩემნი, რომელიც სიყრმიდან დღემდე მზრდიდა, რომელიც თავიდანვე მიხსნიდა ყოველი ბოროტისგან და ამოდენა მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ, – „აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთა აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!" (). ხედავ გონიერებასაცა და თავმდაბლობასაც? – გონიერებას იმაში, რომ რწმენის თვალით შორს ჭვრეტდა და მანასეს ეფრემი ამჯობინა; – თავმდაბლობას კი იმაში, რომ თავისი სათნოება საერთოდ არ ახსენა...