მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 37:35

34. And Jacob rent his clothes, and put sackcloth upon his loins, and mourned for his son many days.35. And all his sons and all his daughters rose up to comfort him; but he refused to be comforted; and he said, For I will go down into the grave unto my son mourning. Thus his father wept for him.36. And the Midianites sold him into Egypt unto Potiphar, an officer of Pharaoh's, and captain of the guard.
Genesis თავი 37
35. And all his sons and all his daughters rose up to comfort him; but he refused to be comforted; and he said, For I will go down into the grave unto my son mourning. Thus his father wept for him.
საუბარი 61. „ესე შობანი არიან იაკობისანი" (დაბ 37:2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იოსების გაყიდვა და იაკობის გლოვა (37:27-35):

შენიშნე, როგორც ადრე რუბენმა მცირე ბოროტებით უფრო დიდი აიცილა, ასე ახლაც იუდა ძმის გაყიდვას ურჩევს, რომ სიკვდილისგან იხსნას. ეს ყველაფერი იმისთვის იყო, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდაც აღსრულებულიყო საღვთო წინასწარმეტყველებანი და ძმებიც ღვთის განგებას ემსახურებინათ. იუდას რჩევა მიიღეს და ჯურღმულიდან „აღმოიყუანეს იოსებ... და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა" (დაბ 37:27–28). რა დანაშაულებრივი გარიგება! რა დამღუპველი სარგებელი! რა ურჯულო გაყიდვა! თქვენ გადაწყვიტეთ იმის გაყიდვა, ვინც სისხლით ნათესავია, ვინც მამას ასე უყვარს, ვინც სანახავად მოვიდა, ვინც არასოდეს არაფრით შეგცოდათ — და ბარბაროსებს მიჰყიდით, ეგვიპტისკენ მიმავალთ? რა უგუნურებაა! რა სიძულვილი! რა შური! თუ ამას სიზმრების შეშინებულნი აკეთებთ, იმ დარწმუნებით, რომ ისინი აღსრულდება, მაშინ რისთვის შეუძლებელზე მისწრაფებით ღვთის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებთ, რომელმაც ეს წინასწარ უთხრა მას? თუ კი სიზმრებს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებთ და ფუჭად მიაჩნიათ, რისთვის სჩადით იმას, რაც საუკუნ სირცხვილს მოგაწევთ, მამას კი დაუსრულებელ მწუხარება მოაწევთ? ო, ვნების ძალა, ანუ უკეთ ვთქვათ,...

სრულად ნახვა
საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის სულიერი განცოცხლება იოსების ამბით (45:25–46:1):

...ილევა, დაშრეტას იწყებს, მაგრამ, როცა ვინმე თუნდაც ცოტაოდენ ზეთს დაუმატებს კანდელს, ცეცხლი, უკვე დაშრეტისთვის მზად, მაშინვე ბრწყინვალე ნათელს ფენს, — ასევე ეს მოხუცი, უკვე მზად მწუხარებისგან ჩასაქრობად — „არა უნდა, — ნათქვამია, — ნუგეშინის-ცემისა და თქუა, ვითარმედ: შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად" () — ახლა შეიტყო რა, რომ იოსები ცოცხალია და ეგვიპტეზე მთავრობს, ეტლებიც რომ იხილა, სულით „გაცოცხლდა", მოხუციდან ახალგაზრდად იქცა, მწუხარების ღრუბელი გაფანტა, ზრახვების ქარიშხალი დააცხრო და ბოლოს მშვიდობა ჰპოვა. ეს ყველაფერი ღმერთმა მოაწყო, რათა მართალს ესოდენი ტანჯვის შემდეგ ბოლოს ნუგეში ეპოვა და თავისი ძის კეთილდღეობის თანამონაწილე გამხდარიყო; მეორეს მხრივ კი, რომ აღსრულებულიყო ის სიზმრები, რომლებიც თავადვე ახსნა და თქვა: „აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?" (). ნანახისა და მოსმენილის დაჯერების შემდეგ იაკობმა აღმოხდა: „დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძე ჩემი იოსებ ცოცხალ-ღა არს, მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა" (). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამბობს, ყოველგვარ ჭკუ...

სრულად ნახვა