მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Genesis 5:24

23. And all the days of Enoch were three hundred sixty and five years:24. And Enoch walked with God: and he was not; for God took him.25. And Methuselah lived an hundred eighty and seven years, and begat Lamech:
Genesis თავი 5
24. And Enoch walked with God: and he was not; for God took him.
საუბარი 21. „ესე წიგნი შესაქმისა კაცთაჲსა" (დაბ 5:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ენოქის სათნოება და ნოეს წინასწარმეტყველება (5:9-29):

მაგრამ კვლავ ჩვენი სიტყვის საგანს მივუბრუნდეთ და შემდგომ თაობებს შევხედოთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ თანდათანობით წინ წავალთ და კიდევ უფრო დიდ საუნჯეს, დიდსა და გამოუთქმელ სიმდიდრეს ვიპოვით. „და ცხოვნდა, — ნათქვამია, — ენოს", სითის ეს ძე, „ასოთხმეოცდაათ წელ და შვა კაინან, და კაინან... შვა მალელეილ, და... მალელეილ... შვა იარედ,... იარედ... შვა ენუქ. და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ და შვა მათუსალა. და სათნო ეყო, — ამბობს წერილი, — ენუქ ღმერთსა, და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი. და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ. და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან" (). განა მართალს არ ვამბობდი, რომ წინ რომ წავალთ, ამ სახელებში დიდსა და გამოუთქმელ სულიერ სიმდიდრეს ვიპოვით? შენიშნე აქ, საყვარელო, მართლის სათნოებაც, სახიერი ღვთის გადამეტებული კაცთმოყვარეობაც და საღვთო წერილის ზედმიწევნითობაც. „ცხოვნდა, — ამბობს, — ენუქ ასსამეოცდახუთ წელ და შვა მათუსალა, და სათნო ეყო, — ამბობს, — ენუქ ღმერთსა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სიცოცხლის ქება და უფლის სწავლა:

... ესე იგი, მეუფის საკვირველთმოქმედება ისეთი იყო, რომ თვით სიკვდილთაგანაც გამოსტაცა იგი და, ახალი აღთქმის წინათაც, საკვირველ საფრთხეებში აღდგომის ხატს წინასწარ გამოსახავდა. რადგან მან დასაბამიდანვე მოგვცა მინიშნებები, როცა ენოქი გადაასახლა (). თუ არ გწამს, რომ სხეულთა აღდგომა შესაძლებელია, ამით ირწმუნე. როგორ გაძლო იმ სხეულმა ამდენი ხნის განმავლობაში? რადგან ერთი და იგივე არ არის დანგრეული სახლის აღდგენა და დამპალი, დაძველებული სახლის ამდენი ხნით შენარჩუნება. ნუთუ არ ფიქრობ, რომ მან არარსებული შექმნა? მაშ, ბევრად უფრო შეუძლია აღადგინოს. აღდგომის სხვა ხატიც გაქვს: ვგულისხმობ ელიას ატაცებას, რომელიც დღემდე არ აღსრულებულა სიკვდილით (). ღმერთისთვის ყველაფერი ადვილი და იოლია. ამბობს: „არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ“ (). წინასწარმეტყველიც ამბობს: **„ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქ...

სრულად ნახვა