სიმთვრალის სახელწოდება, საყვარელო, წმინდა წერილში ყოველთვის მთვრალობას არ ნიშნავს, არამედ გაძღომასაც. ამიტომ ამ მართალზეც შეიძლება ითქვას, რომ არა თავშეუკავებლობის გამო ჩავარდა სიმთვრალეში, არამედ გაძღომისგან. ასე, დავითი ამბობს: «დაითვრნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისათა და ღუარი საშუებელისა შენისა ასუა მათ» (), ანუ გაძღდებიან. სიმთვრალეს მიცემულნი კი არასოდეს გრძნობენ სიმაძღრეს, არამედ რაც მეტ ღვინოს ისხამენ თავში, მით უფრო იწვიან წყურვილით, ისე, რომ ხმარება მათ წყურვილის გაზრდას ემსახურება და, თუმცა სიამოვნების განცდა მათში უკვე ქრება, დაუოკებელი წყურვილი სიმთვრალის ტყვეებს სიმთვრალის უფსკრულში გდებს. «და დაასხა», ამბობს წერილი, «ვენაჴი. და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა». შენიშნე, ეს არა სადმე გარეთ შეემთხვა, არამედ თავის სახლში. წმინდა წერილმა სწორედ იმიტომ აღნიშნა, რომ «სახლსა შინა თჳსსა», რათა შემდგომიდან შეცნო, ვის მიერ სიშიშვლე გახდა აშკარა, რამდენად უკეთური იყო ის. «და იხილა ქამ, მამამან ქანანისამან, სიშიშულე მამისა თჳსისა და...
Genesis 9:23
22. And Ham, the father of Canaan, saw the nakedness of his father, and told his two brethren without.23. And Shem and Japheth took a garment, and laid it upon both their shoulders, and went backward, and covered the nakedness of their father; and their faces were backward, and they saw not their father's nakedness.24. And Noah awoke from his wine, and knew what his younger son had done unto him.
Genesis თავი 9