ამიტომ, გთხოვთ, ნუ გამოვააშკარავებთ ჩვენი მოყვასთა შეცოდებებს, ნუც სხვებისგან, რომ შევიტყობთ, ვეცდებით მათი სიშიშვლის ხილვას, არამედ, ხსენებული კეთილი შვილების მსგავსად, დავფარავთ მას და დაცემულ სულს შეგონებებითა და რჩევებით გამოვასწორებთ, ღვთის კაცთმოყვარეობის სიდიადის, უსაზღვრო სახიერებისა და უზომო მოწყალების შეხსენებით, რათა ღვთისგან იმ (ნოეს ვაჟებზე) მეტი კურთხევა ვიმსახუროთ, მისგან, «რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ» (), და არ სურს «სიკუდილი უშჯულოჲსაჲ,... ვითარ მოქცევაჲ მისი... და ცხოვნებაჲ მისი» (). «და შიშლოებაჲ მამისა მათისა», ნათქვამია, «არა იხილეს». შეხედე, როგორ ასრულებდნენ ისინი ასეთ ძველ დროში, მხოლოდ ბუნებრივი კანონის ხელმძღვანელობით, უკვე იმას, რაც შემდეგ კანონში იქნა დადგენილი კაცობრიობის სასწავლებლად. კანონი ამბობდა: «პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა» (), და კიდევ: «ბოროტის...
Genesis 9:24
23. And Shem and Japheth took a garment, and laid it upon both their shoulders, and went backward, and covered the nakedness of their father; and their faces were backward, and they saw not their father's nakedness.24. And Noah awoke from his wine, and knew what his younger son had done unto him.25. And he said, Cursed be Canaan; a servant of servants shall he be unto his brethren.
Genesis თავი 9