მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Hebrews 11:40

39. And these all, having obtained a good report through faith, received not the promise:40. God having provided some better thing for us, that they without us should not be made perfect.
Hebrews თავი 11
40. God having provided some better thing for us, that they without us should not be made perfect.
სააღდგომო ეპისტოლე 2020 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...„როგორც ქრისტემ აღადგინა თავისი თავი, ასევე აღადგენს ყველა მისიანს“ (I კორინ. 15,23), ოღონდ მეორედ მოსვლის შემდეგ და ეს ჟამი ყველასთვის ერთდროულად დადგება; პირველმშობლების დროიდან მოყოლებული, ვიდრე ქვეყნის აღსრულებამდე მყოფნი ღვთისასთნო სულნი სულიერ სხეულს შეიმოსავენ და სრული სიხარულით ყველა ერთად განიხარებს (); ცოდვილნიც შეიმოსავენ უხრწნელ სხეულს, ოღონდ მარადიული ტანჯვისთვის.

საყოველთაო აღდგომით, ვიბრუნებთ რა უკვდავ ცხოვრებას, ვიძენთ სრულყოფილ ერთობას ჩვენს ახლობლებთანაც, რომელთანაც სიკვდილმა გაგვყარა, ვიძენთ სრულყოფილ კავშირს ღმერთთან და წმინდანთა დასთან.

ამიტომაც ბრძანებს იესო ქრისტე „ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს (ანუ ზიარებით მადლის მიმღებს) საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს ... და ამ პურის მჭამელი უკუნისამდე იცოცხლებს“ ().

ასეთი ენით გამოუთქმელი საღვთო სიხარული მოგვანიჭა აღდგომის დღემ და იქცა იგი ჩვენთვის დღესასწაულთა დღესასწაულად, ზეიმთა ზეიმად;

ყოველი კვირა დღეც მის სიხარულს ატარებს და ცისკრის ჟამზე მონაცვლეობით იკითხება აღდგომასთან დაკავშირებული 11 ამონარიდი ოთხი სახარებიდან. ამასთან, აღდგომის ზეიმის განსაკუთრებულობა განსაზღვრავს მთელი...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2019 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ხით განსხვავებულნი; თუმცა შევნიშნავთ იმასაც, რომ დიდი წმინდანებიც ჯერ არ არიან სრულ ნეტარებაში, რადგან მათ სულებს, მაცხოვრის აღდგომილი სხეულის მსგავსი, თავისი უკვდავი და უხრწნელი სხეული არ შეუმოსავთ. „ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ გაითვალისწინა, რათა ისინი (მართალნი) უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი ()“, - წერს პავლე მოციქული.

  • რატომ არის სულით და ხორცით განღმრთობა აუცილებელი?

  • ასეთად შევიქმენით! მაგალითად, ანგელოზები მხოლოდ სულნი არიან. ადამიანი კი თავის თავში აერთიანებს სულსა და ხორცს, ანუ ხილულ და უხილავ სამყაროს. სხეულით იგი მატერიას (ნივთიერ, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს) მოიცავს, სულით კი, – ანგელოზთა თანაზიარია. ბუნებითად ყოვლისშემომკრები, ყოვლისმომცველი მხოლოდ უფალია. მან ინება, რომ ჩვენც მსგავსი პატივი გვქონოდა და ამიტომაცაა ადამიანის დანიშნულება განსაკუთრებული.

  • როგორ აღდგება, მაგალითად, ათასი წლის წინ გარდაცვლილის სხეული, როდესაც მისი ძვლებიც კი შეიძლება აღარ არსებობდეს?

  • მიწაში დაფლული ხრწნადი სხეული სტიქიონებად იშლება, მაგრამ ღმერთი მას კვლავ შემოკრებს და განსხვავებული სახით აღადგენს; როგორც მაგნიტი ქვიშის გორაში გაბნეულ რკინის ნამცეცებს ადვილად გამოარჩევს, ასევე ჩვენი სულიც, უფლის ყოვლისშემძლეობით, თა...

სრულად ნახვა