...თქვამი სიტყვები, თავში არანაირი ეჭვი არ შეუშვა და რწმენაში არ შეირყა იმის მიმართ, რაც მას ეთქვა. აი, ჭეშმარიტი რწმენის ნიშანი: როცა აღთქმები ადამიანურ გაგებას აღემატება და ჩვენ მტკიცედ ვესავთ აღმთქმელის ძალას. „სარწმუნოებაჲ, — როგორც ნეტარი პავლე ამბობს, — არს მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა" (). და სხვა ადგილას: „რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ?" (). მაშ, რწმენა იმაშია, რომ ვირწმუნოთ უხილავი, აღმთქმელის უცვალებელ უტყუარობაზე მტკიცედ დავამყაროთ აზრი. ასე მოიქცა ეს მართალი — აღთქმულის მიმართ დიდი და გულწრფელი რწმენა გამოავლინა, რის გამოც მას საღვთო წერილიც ადიდებს, რადგან მაშინვე ამატებს: „და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ". ხედავ, როგორ, აღთქმათა აღსრულებამდეც კი, მიიღო შესაფერისი საზღაური მხოლოდ იმისთვის, რომ ირწმუნა? სიმართლედ ჩაეთვალა ის, რომ ღვთის აღთქმა ირწმუნა და ადამიანური მსჯელობით არ გამოიკვლია ღვთის ნათქვამი. მაშ, ვისწავლოთ ჩვენც მამამთავრისგან, ვირწმუნოთ ღვთის სიტყვები და ვესავდეთ მის აღთქმებს, არ გამოვიკვლიოთ ისინი საკუთარი მსჯელობით, არამედ სულგრძელობა გამოვიჩინოთ. ამით ჩვენც შეგვიძლია მართლებად ვიქცეთ და აღთქმულის მიღება უ...









