მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Isaiah 1:21

20. But if ye refuse and rebel, ye shall be devoured with the sword: for the mouth of the LORD hath spoken it.21. How is the faithful city become an harlot! it was full of judgment; righteousness lodged in it; but now murderers.22. Thy silver is become dross, thy wine mixed with water:
Isaiah თავი 1
21. How is the faithful city become an harlot! it was full of judgment; righteousness lodged in it; but now murderers.
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...რადგან როგორც იერუსალიმს უწოდებს „ქალაქი სიმართლისაჲ“ (), თუმცა მას არსად რქმევია ასე, არამედ ეს სახელწოდება საქმეებიდან ჰქონდა, რადგან მისთვის დიდად მოხდა უკეთესობისკენ ცვლილება და მართლის მფარველობა; და როცა მას „მეძავ ქალაქი“ () უწოდებს, ესეც არა იმიტომ, თითქოს ქალაქს ოდესმე ასე რქმეოდა, არამედ ბოროტებისგან უდებს სახელს, ხოლო შემდეგ კი ასევე სათნოებისგან. მაშ, იგივე უნდა ითქვას ქრისტეზეც: მას საქმეებიდან წარმოშობილი სახელი დაუდო. რადგან მაშინ განსაკუთრებით გახდა ღმერთი ჩვენთან: დედამიწაზე გამოჩნდა, ადამიანებთან იცხოვრა და ჩვენდამი დიდი მზრუნველობა გამოაჩინა. რადგან ჩვენთან უკვე არც ანგელოზია და არც მთავარანგელოზი, არამედ თვით მეუფე ჩამოვიდა და მთელი გამოსწორება იტვირთა: მეძავებს ესაუბრებოდა, მეზვერეებთან ერთად სუფრასთან იჯდა, ცოდვილთა სახლებში შედიოდა, ავაზაკებს კადნიერებას აძლევდა, მოგვებს იზიდავდა, ყველგან დადიოდა და ყოველივეს ასწორებდა, თვით ბუნებასაც კი თავისთან აერთებდა. ამ ყველაფერს წინასწარმეტყველი წინასწარ აცხადებს, როცა ერთდროულად...

სრულად ნახვა