საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს:
„საგალობელ ყავთ სახელი უფლისა, რამეთუ დიდებულნი ქმნა, ამცნეთ ესენი... ყოველსა ქვეყანასა“ (),
„მშვიდობა თქვენთანა“, - პირველად ამ სიტყვებით აკურთხა აღდგომილმა მაცხოვარმა თვისი მოწაფენი. ამ სიტყვებითვე მიმართავს იგი დღეს მთელ კაცობრიობას, ბოროტების წყვდიადში, ომისა და ძალადობის მორევში დანთქმულ თითოეულ ჩვენგანს. და თუ შენ ქრისტიანი ხარ, გახსენ გულის კარი და იგრძნობ, უფლის ეს დალოცვა,...