...სე არს ქალწული იგი, რომლისათჳს მარადის აღმოიკითხვიდა წინაწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულსა, ვითარმედ: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“; და კუალად იტყჳს: „აღმოვიდეს კუერთხი ძირისაგან იჱსესისა, და ყუავილი ძირისაგან მისისა აღმოსცენდეს“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს ბჭე იგი, რომელსა მოასწავებდა ეზეკიელ და იტყოდა: „ვიხილე ბჭე იგი, რომელი იყო აღმოსავალით, და იგი იყო დაჴშულ; და მრქუა მე უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს და არა განეღოს, და არცა განვიდეს ვინ მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ შევიდეს მიერ, და იყოს დაჴშულ“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს იტყოდა დავით: „წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან, ღმერთი მის შორის, და იგი არა იძრას უკუნისამდე“; ესე არს, რომელსა მანვე „კიდობნად სიწმიდისა“ სახელ-სდვა. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი იაკობ კიბედ იხილა ზეცად აღწევნულად და თქუა, ვითარმედ: „საშინელ არს ადგილი ესე“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე ა...