...ენ არღარა გუელმოდის, არცა ვიურვოდით უღონოებისაგან.
ხოლო ლერწამი იგი ამისთჳს მოიღო მათგან უფალმან, რაჲთა მით მოაკუდინოს გუელი იგი მზაკუვარი, რამეთუ თქუმულ არს, ვითარმედ: ლერწამი მაკუდინებელ არს გუელთა. ვინაჲთგან უკუე უფალი საბაოთ, ვი-თარცა ესაია იტყჳს, სდევნიდა გუელსა მას ვეშაპსა დიდსა, ეშმაკსა მას მზაკუვარსა, ამისთჳს ლერწამი იგი მიიღო მარჯუენესა თჳსსა, რაჲთა მოაკუდინოს ბოროტი იგი და განაძლიერნეს კაცნი მის ზედა. და ვითარცაიგი დავით ქმნა, მოსტაცა მახჳლი გოლიათსა და წარჰკუეთა თავი მისი, ეგრეთვე აწ ქმნა მაცხოვარმან. მიიღო ლერწამი მათგან, რაჲთა არა ჩუენ ოდენ განგუათავისუფლნეს საცთურთაგან, არამედ გუელიცა იგი მოაკუდინოს ლერწმითა მით.
ესრეთ უკუე იხილა რაჲ უბადრუკმან მან თავი თჳსი მოუძლურებული სიქადულისაგან თჳსისა და ვითარ განიდევნებოდა ქუეყანით, და ქუეყანაჲ განწმდებოდა სისხლთაგან და ეკალთა, და ვითარ წარწყმიდა ჴელითწერილი ჩუენი და ლერწამი, რომლითა წერდა ბოროტთა ჩუენთა, შეჰკადრა კუალად შეუკადრებელსა, რაჲთა უმეტესად მოწყლას თავი თჳსი. რამეთუ პირველად, ესმოდა რაჲ, თუ: „სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი - უძლურ“, ჰგონებდა, თუ სიტყუაჲცა ჴორცთა თანა უძლურ არს, და არა იცოდა, ვითარმედ უფროჲსად ძალი...