...ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ არს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი არა უფალმან ქმნა?“ არა თუ ცოდვა-თათჳს იტყჳს, ტაცებათა და ანგაჰრებათა, არცა სხუასა რას ესევითარსა, არამედ ზეგარდმო მოვლინებულთა მათ წყლულებათა; და კუალად იტყჳს: „მე ვქმნი მშჳდობაჲ და მოვავლინი ბოროტი“, რამეთუ აქაცა არა თუ უკე-თურებასა მოასწავებს, - ნუ იყოფინ! - არამედ სიყმილთა და სიკუდილ-თა და სხუასა ესევითარსა, რომელი მრავალთა მიერ ბოროტად შერაცხილ არს. რამეთუ ბოროტისა სახელი ორკერძო არს: ერთი იგი არს ჭეშმარიტად ბოროტი, რომელ არს ცოდვაჲ და ურჩულოებაჲ, რომლისა მიზეზი არავინ არს სხუაჲ, გარნა ეშმაკი და ბოროტნი იგი ნებანი ჩუენნი; ხოლო მეორე იგი სახელი ბოროტისაჲ ითქუმის კაცთა მიერ ჭირთათჳს და განსაცდელ-თა, რომელ არიან: სიყმილი, სრვაჲ, სიკუდილი, სნეულებანი, უწჳმროებანი და სხუაჲ მსგავსი ამათი, რომელ-ესე არა ბუნებით ბოროტ არიან, არამედ სახელითა; ხოლო მოივლინებიან კაცთა ზედა საწურთელად უკეთურებისა მათისა, ანუ თუ სხჳთა რაჲთმე განგებულებითა; ვითარცა-იგი ხუთისა მის სამთავროჲსა ქურუმნი და მისანნი ზეგარდამო მოვლინებულსა მას გუემასა ბოროტად უწესდეს სალმობისა მისთჳს და ტკივილისა, მოწევნულისა მათ ზედა.