მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Isaiah 5:4

3. And now, O inhabitants of Jerusalem, and men of Judah, judge, I pray you, betwixt me and my vineyard.4. What could have been done more to my vineyard, that I have not done in it? wherefore, when I looked that it should bring forth grapes, brought it forth wild grapes?5. And now go to; I will tell you what I will do to my vineyard: I will take away the hedge thereof, and it shall be eaten up; and break down the wall thereof, and it shall be trodden down:
Isaiah თავი 5
4. What could have been done more to my vineyard, that I have not done in it? wherefore, when I looked that it should bring forth grapes, brought it forth wild grapes?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად. და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. მზჱ აღმოჰჴდა, და დასცხა და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა და რომელიმე ოცდაათსა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (13,3-9).:

...მდიდართა და გლახაკთა, უდებთა და მოსწრაფეთა, სწავლულთა და უსწავლელთა, მჴნეთა და მოშიშთა, ყოველ-თავე სწორებით ასწავებდა, დაღაცათუ იცოდა წინაჲსწარ ყოველივე, თუ რომელსა ეგულებოდა სმენაჲ ანუ რომელსა არა. გარნა ეგრეთცა თჳსსა მას სახიერებასა აჩუენებდა, რაჲთა თქუას: „რაჲღა ჯერ-იყო ქმნად ვენაჴისა მის, და არა ვქმენ?“ და უსიტყუელ იყვნენ, რომელთაცა არა შეიწყნარონ.

ხოლო შენ გესმას რაჲ, ვითარმედ: „გამოვიდა მთესვარი თესვად“, ნუ ორგზის თქუმასა ერთისა მის სიტყჳსასა გულისჴმა-ჰყოფ, რამეთუ მრავალგზის გამოვალს მთესვარი სხუად საქმედ, გინა თუ თერძვად, გინა თუ ნამარგელისა აღმოფხურად, გინა თუ ეკალთა განყრად, ანუ სხუად რადმე ესევითარად. ხოლო თავადი თესვად გამოვიდა, მთესვარი იგი სახიერი. ვითარ უკუე უმეტესი იგი თესლისაჲ მის წარწყმდა? არა მთესვარისაჲ მის იყო ბრალი, არამედ ქუეყანისაჲ მის, რომელმან შეიწყნარა თესლი იგი, რომელ არიან სულნი იგი უნაყოფონი; რამეთუ რომელიმე უდებთა მიიღეს და წარწყმიდეს, და სხუაჲ იგი - დაჴსნილთა, და განმცემელ იქმნეს, და სხუაჲ იგი - მდიდართა, და შეაშთვეს. არამედ უფალმან არა თქუა ესრეთ სახელდებით, რაჲთა არა სასოწარკუეთილებად მოვიდენ ესევითარნი იგი, არამედ იგავითა მით ქუეყანისაჲთა ყოველნივე ესე გამოსახნა და მიუშუა კაცად-კაცადსა, რაჲთა თჳს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა იტყებდით“ (11,16-17).:

...ე სიტყუაჲ და საქმე იოვანესი მისსა განგებულებასა ეწამებოდა, დაღაცათუ საგონებელ იყო წინააღმდგომად; რამეთუ მრავლით კერძო და მრავალსახედ ისწრაფა უგუნურთა მათ ჰურიათა სარგებელი, დაღაცათუ მათ არა ინებეს. ამისთჳს, ვითარცა-იგი იტყოდა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „რაჲღა ჯერ-იყო ქმნად სავენაჴისა მის, და არა ვქმენ?“ ეგრეთვე აწ იტყჳს ჭეშმარიტითა მით პირითა თჳსითა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა ეტყებდით. მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეული არს. მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ“ (11,16-19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო განმარტებაჲ სიტყჳსაჲ ამის ესრეთ არს: განყოფილი გზაჲ და ურთიერთას წინააღმდგომი ვიპყართ მე და იოვანე, რაჲთამცა ანუ მით გზითა, ანუ ამით მოვინადირეთ ერი ესე განდგომილი; ვითარცა მონადირეთა ეგულებინ რაჲ ნადირისა ძნიად სანადიროჲსა ნადირებად და სადარნოჲსა მისისაგან გამოყვანებად, ერთმან ერთკერძოჲ გზაჲ იპყრის და ერთმან - ერთკერძოჲ, - რომელმანმე ძნელოვანისა კერძი და რომელმანმ...

სრულად ნახვა