მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Isaiah 54:13

12. And I will make thy windows of agates, and thy gates of carbuncles, and all thy borders of pleasant stones.13. And all thy children shall be taught of the LORD; and great shall be the peace of thy children.14. In righteousness shalt thou be established: thou shalt be far from oppression; for thou shalt not fear: and from terror; for it shall not come near thee.
Isaiah თავი 54
13. And all thy children shall be taught of the LORD; and great shall be the peace of thy children.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ღაცათუ დიდთა სასწაულთა იქმოდის, მადლი ქრისტესი იქმს ყოველსავე; და რომელ-იგი ყოველთა ზედა მიიწია მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ, მისი საქმე არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და შუამდგომელ იქმნა ღმრთისა და კაცთა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „იყვნენ ყოველნი ღმრთივსწავლულ“. ; აწ უკუე სანატრელ არს ჭეშმარიტად და თაყუანისსაცემელ ცხოელსმყოფელი ჯუარი ქრისტესი, რომლისა მიერ სიკუდილი განქარდა, და ეშმაკი მოიკლა, და ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა.

დიდებაჲ შენდა, სიტყუაო ღმრთისაო, ღმერთო ჭეშმარიტო, სიბრძნეო და ძალო მამისაო, რომელმან მრავალღონე იგი მძლავრი შეჰმუსრე და ამპარტავანი იგი ქედი მისი დაჰკაფე და მოგუეც ძალი დათრგუნვად მისა.

კაცთმოყუარეო და სახიერო მეუფეო, შენ ტყუეობისაგან გჳჴსნენ ჩუენ და მონებისაგან ცოდვისა განგუათავისუფლენ სიკუდილითა შენითა.

მშჳდობისმყოფელო, მოწყალეო, ძეო ღმრთისაო ჭეშმარიტო, შენ შვილ ღმრთისა გუყვენ ჩუენ და დამაგენ მამასა შენსა, რამეთუ მტერობაჲ იგი ჴორცითა შენითა განაქარვე.

მდიდარო მაცხოვარო, მეუფეო ტკბილო, შენ დაჰგლახაკენ ჩუენთჳს, რაჲთა სიგლახაკითა შენითა ჩუენ განვმდიდრდეთ, და სასუფეველი მოგუანიჭე ჩუენ.

დამბადებელო ყოველთაო, სიტყუაო მამისაო, შენ მეორედ დამბადენ ჩუენ და განმაახლენ დაძუელე...

სრულად ნახვა