თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, უკუეთუ ცხენი მცირითა აღჳრითა და ნავი დიდი საჭითა კნინითა მოიმორჩილებიან, ესე უფროჲსღა ენისათჳს საძიებელ არს, რაჲთამცა შიშითა ღმრთისაჲთა შეკრული მორჩილ ჩუენდა იყო, არა განსლვად ვინაჲვე გარეგან საღმრთოთა ბრძანებათა გზისა, არამედ აწ, წინაუკუმო, დიდნი იგი და მძლავრნი, რომელ არიან ცხენი და ნავი, ჰმორჩილობენ მცირეთა მათ — აღჳრსა და საჭესა, და მიჰყვებიან, ვიდრეცა ენებოს მიმყვანებელსა მათსა; ხოლო ენაჲ, მცირე და უნდოჲ ასოთა შორის, ლაღ და დაუმჭირველ არს მმართებელისა მისისა.
James 3:5
მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!
დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას უდაბნოსა შინა მისთვის, რათა პატივი ვსცეთ წმიდათა დავითს და კონსტანტინეს, და აღვასრულოთ ხსენება მათი, რომელთა წმიდანი ნაწილნი განისვენებენ აქ უხსოვარის დროითგან. მადლობა შევსწიროთ დღეს წმიდათა ამათ მოღვაწეთა, ვინაითგან მეოხებითა მათთითა ვეღირსეთ აწინდელსაც წელსა თაყვანისცემად წმიდათა მათთა ნაწილთა; ხოლო პატივისცემა მათი შევავსოთ რომლითამე სულიერითა განზრახვითა და სწავლითა, რადგანაც, დარწმუნებული ვართ, რომ მათცა იამებათ ყოველნი ჩვენნი სულიერნი სწავლა და დარიგება.
ერთი ცუდი და მავნებელი ცოდვა, ანუ ჩვეულება დანერგულ-არს თითქმის ყოველთა სოფელთა და სახლთა შინა ჩვენ ქვეყანაში და ამ ცუდ ჩვეულებაზე ჩვენ აქამომდე არ გვითქვამს თქვენ წინაშე მოძღვრება; ახლა უნდა აღვასრულო ამაზე ჩემი მოვალეობა. რომელი არის ეს ჩვეულება? ის, ძმანო ჩემნო, რომელ ვიცით ერთი მეორესთან, ერთი სახლითგან მეორე სახლში ჭორის გატანა, ანუ ენის მიტანა: გვიყვარს და ვიცით ერთი მეორესთან და ერთი სახლითგან მეორე სახლში ცუდი ამბავის და ენის მიტანა, კაცის ცუდად შესმენა, ჭორის და უბრალო ამბავის გავრცელება,...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო
„მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და სულით, რომელნიც არიან ღმრთისა“ (კორინ. 6,20) „ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით () „დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო...“ (ზატიკი) უფალი, „რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის, აღსდგა ჩვენს განსამართლებლად () და სიკვდილიცა მოკლულ იქმნა მის მიერ (პარაკლ.), გიხაროდეთ!
ქრისტე აღდგა! სად არის სიკვდილო საწერტელი შენი? ქრისტე აღდგა! სად არის ჯოჯოხეთო ძლევაი შენი? ()
„აღდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნენ ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს“ (წმ. იოანე ოქროპირი).
როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის