მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Jeremiah 11:14

13. For according to the number of thy cities were thy gods, O Judah; and according to the number of the streets of Jerusalem have ye set up altars to that shameful thing, even altars to burn incense unto Baal.14. Therefore pray not thou for this people, neither lift up a cry or prayer for them: for I will not hear them in the time that they cry unto me for their trouble.15. What hath my beloved to do in mine house, seeing she hath wrought lewdness with many, and the holy flesh is passed from thee? when thou doest evil, then thou rejoicest.
Jeremiah თავი 11
14. Therefore pray not thou for this people, neither lift up a cry or prayer for them: for I will not hear them in the time that they cry unto me for their trouble.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მერმე გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა“ (18,19).:

...ნანულად, არამედ ცოდვასა მასვე შინა ეგოს, არა თუმცა ხოლო მისი თხოაჲ შეუწყნარებელ იყო, არამედ დაღაცათუ სხუანი ითხოვდენ მისთჳს, რომელთა ფრიადი აქუნდეს კადნიერებაჲ, არავე შეისმინების თხოაჲ მათი, ვითარცა იერემია ილოცვიდა ჰურიათათჳს და ესმა ღმრთისაგან, ვითარმედ: „ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს, რამეთუ არა ვისმინო შენი“. ხოლო უკუეთუ უმჯობესსა ითხოვდე, საყუარელო, და თავი შენი ღირსად გამოაჩინო ლოცვათა შენთა სმენისა, და მოქალაქობაჲ გაქუნდეს მოციქულთა მობაძავი და გაქუნდეს მოყუსისა მიმართ ერთობაჲ და სიყუარული, უეჭუელად მიემთხჳო თხოვასა შენსა, რამეთუ სახიერი არს მეუფჱ ჩუენი.

ხოლო ვინაჲთგან თქუა, თუ: „რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან“, - რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა მამაჲ ხოლო არს მომნიჭებელი კეთილთაჲ, არამედ ძეცა მისსავე აღასრულებს კეთილისმომნიჭებელობასა, ამისთჳს შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (18, 20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი არიან ერთად შეკრებულნი, გარნა უფალი მათთჳს იტყჳს, რომელნი სახელისა მისისათჳს შეკრებულ იყვნენ და სხჳთა ყოვლითავე სათნოებითა შემკობილ, ვითარცა ზემო ვთქუ; რამეთუ ესევი-თარი არს სიტყუაჲ ესე უფლისაჲ: რომელნი სახელისა ჩემის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ე ვითარმედ არა ჯერ-არს სხუათა სათნოებასა მინდობაჲ, არამედ თავით თჳსით მოღუაწებაჲ; და მოვახშეთათჳს:

...ვერვინ გჳჴსნის, უკუეთუ ჩუენცა არა გუაქუნდეს ნაყოფი სინანულისაჲ, არცა თუ მოსე იყოს, გინა სამოელ, გინა იერემია. და ისმინე, რაჲ მიუგო უფალმან იერემიას: „ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს“, რამეთუ არა ვისმინო შენი; და რად გიკჳრს, უკუეთუ შენი არა მესმის? დაღაცათუ მოსე ანუ სამოელ მევედრებოდეს, არავემცა ვისმინე მისი; ; (14,11); (15,1) დაღაცათუ ეზეკიელ ევედრებოდის, არა ესმას მას; აღ-თუ-დგენ ნოე და იობ და დანიელ, ძენი და ასულნი მათნი ვერ განარინნენ; დაღაცათუ აბრაჰამ მამათმთავარი ევედრებოდის უკურნებელად ცოდვილთათჳს და არამოქცეულთა სინანულად, არავე ისმინოს მისი; დაღაცათუ სამოელ იყოს, ჰრქუას მას: „ნუ იგლოვ საულისთჳს“; დაღაცა-თუ დისათჳს ვინ ევედრებოდის, ვითარცა მოსე მარიამისთჳს, უკუეთუ არა ჯერ-იყოს, არა ისმინოს მისი.

არა თუ ამას ვიტყჳ, თუ ლოცვასა წმიდათასა არა აქუს ძალი. ჰე, ჭეშმარიტად დიდი ძალი აქუს! არამედ მაშინ სარგებელ არიან ჩუენდა, ოდეს ჩუენცა სინანულად მოვიქცეთ და ცოდვისაგან განვეშორნეთ. და ესე საცნაურ არს, ვითარმედ დიდი კადნიერებაჲ აქუნდა...

სრულად ნახვა