...თუ სადმე რამე თქვა და ის არ აღსრულდა, ესეც მისი ჭეშმარიტების მტკიცებულებაა; რადგან ამბობს: „აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ მათდა და წარწყმედად. და მოაქციოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა“ (). სიკეთეებზეც ასევეა: ამბობს, „დასასრული ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად და დანერგვად, და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა არსმენად ჴმისა ჩემისა, და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა.“ ()1. და: „და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა“ ().
რას ნიშნავს აქ „წმიდა“? ეს ნიშნავს იმას, ვინც ბრალდებისთვის მიუწვდომელია, მართალია, წმინდაა, უმანკოა და არავის აძლევს რაიმე ხელჩასაჭიდს. **„განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემ...