...იხილე, როგორ აცხადებენ შექმნილ სამყაროსაც, ღვთის სიბრძნესაც და განგებასაც. რადგან ისინი, ვინც უწინ ხეს ეუბნებოდნენ: „ღმერთი ჩემი ხარ შენ“1, და ქვას: „შენ მშევ“ (), ახლა სამყაროს შემოქმედს შეიცნობენ.
„შეწევნა ჩემი უფლისა მიერ“ (), არა ადამიანთაგან, არც ცხენთაგან, არა ფულისაგან, არა მოკავშირეთაგან და არც ზღუდეთაგან. ჩვენი შეწევნა უფლისგან არის: ეს თანადგომა დაუმარცხებელია, ეს შეწევნა უძლეველია; და არა მხოლოდ უძლეველი, არამედ იოლიც და ადვილად მისაწვდომიც. რადგან საჭირო არ არის გრძელი გზის გავლა, კარის მცველთა მლიქვნელობა, ფულის დახარჯვა ან ელჩობის გაგზავნა; შინ მყოფსაც შეუძლია ამ შეწევნის მოზიდვა, თუ მხოლოდ თავს განაშორებს ადამიანურთ, ღვთისადმი სასოებას მიეკრობა, მახვილ მზერას შეინარჩუნებს და სიმაღლისკენ იყურება. ამიტომაც ღმერთმა მხოლოდ ამ ცოცხალ არსებას მისცა გამართული აგებულება და თვალე...