...მოვიდა, არამედ - კურნებად. ვითარცა უკუე მამათმთავართა მათ დედანი იგი მეძავნი შეირთნეს, ეგრეთვე ღმერთმან ბუნებაჲ იგი მეძავქმნილი შეიერთა თავსა თჳსსა. ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელნი პირველითგან იტყოდეს შესაკრებელისათჳს ჰურიათაჲსა, ვი-თარმედ: „სიძვით ისიძვა“; და კუალად: „პირი მეძვისაჲო მოიგე შენ, ერო ჩემო“. არამედ იგი შესაკრებელი უმადლო იქმნა სიძისა მის მიმართ უკუდავისა და ეშმაკსა შეერთო, ხოლო ეკლესიაჲ ერთგზის განთავისუფლდა რაჲ წესთა მათგან მამულთა და შეერთო მეუფესა თჳსსა, განუყოფელად ეგო სიძისა მისგან, რომელი შუენიერ არს ხილვითა უფროჲს ყოველთა დაბადებულთა. აწ იხილე რუთ სახედ ეკლესიისა. იგი უცხოთესლი იყო და ფრიად გლახაკი, არამედ იხილა რაჲ იგი ბოოზ, არცა სიგლახაკე შეურაცხ-ყო, არცა უცხოთესლთა შვილებაჲ მოიძაგა. ეგრეთვე ქრისტემან შეიწყნარა ეკლესიაჲ წარმართთაგან და სიგლახაკისაგან ფრიადისა და ზიარ-ყო იგი კეთილთა მათ მიუთხრობელთა. ხოლო ვითარცა-იგი რუთს უკუეთუმცა არა დაეტევა სახლი თჳსი და ნათესავნი და ყოველივე მამული, ვერმცა მიმთხუეულ იყო ესევითარსა მას მეუღლესა, ეგრეთვე ეკლესიამან დაუტევნა რაჲ წესნი იგი და ჩუეულებანი მამულნი, მაშინ იგი საყუარელ იქმნა სიძისა მის, ვითარცა წინაწარმეტყუელი ეტყჳს მას: „დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა...
Jeremiah 3:2
1. They say, If a man put away his wife, and she go from him, and become another man's, shall he return unto her again? shall not that land be greatly polluted? but thou hast played the harlot with many lovers; yet return again to me, saith the LORD.2. Lift up thine eyes unto the high places, and see where thou hast not been lien with. In the ways hast thou sat for them, as the Arabian in the wilderness; and thou hast polluted the land with thy whoredoms and with thy wickedness.3. Therefore the showers have been withholden, and there hath been no latter rain; and thou hadst a whore's forehead, thou refusedst to be ashamed.
Jeremiah თავი 3