მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

Jeremiah 7:17

16. Therefore pray not thou for this people, neither lift up cry nor prayer for them, neither make intercession to me: for I will not hear thee.17. Seest thou not what they do in the cities of Judah and in the streets of Jerusalem?18. The children gather wood, and the fathers kindle the fire, and the women knead their dough, to make cakes to the queen of heaven, and to pour out drink offerings unto other gods, that they may provoke me to anger.
Jeremiah თავი 7
17. Seest thou not what they do in the cities of Judah and in the streets of Jerusalem?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...ჵ ჩუენი ესე გულფიცხელობაჲ! ყოველნი შექცეულ ვართ ანგაჰრებასა, ვეცხლისმოყუარებასა, უდებებასა და სხუათა ბოროტთა. მე-შინის, ნუუკუე ითქუას ჩუენთჳსცა, რაჲ-იგი ჰრქუა ღმერთმან იერემიას ჰურიათათჳს: „არა ჰხედავო, რასა ესენი იქმან? მამანი მათნი აგზებენ ცეცხლსა, ძენი მათნი კრებენ შეშასა, დედანი მათნი ზელენ ცმელსა“.

ნუუკუე ჩუენთჳსცა ითქუას: არა ჰხედავ, რასა ესენი იქმან? ყოველნი თჳსსა ეძიებენ და არა ქრისტესსა: მამანი მიმორბიან მიხუეჭად და ტაცებად, ჭაბუკნი ერევიან საქმეთა ბილწებისათა, დედანი შექცეულ არიან სამკაულთა და სახიობათა, ცუდთა და მავნებელთა. ვიდრემდის ვიყვნეთ, ძმანო, მონებასა შინა მამონაჲსსა? ვიდრემდის ვიყვნეთ ტყუენი საჴმართმოყუარებისანი და სხუათა მათ ვნებათა?

არა შევიკდიმოთა მამათა ჩუენთაგან, სამ ათასთა მათ და კუალად ხუთ ათასთა, რომელთა „გული და გონებაჲ ერთ იყო, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათი ზოგად“? რაჲ არს სარგებელი ამის ცხორებისაჲ, უკუეთუ არა ამითა მოვივაჭროთ საუკუნოჲ იგი?

იხილეთ, ვითარითა სასყიდელითა მოგჳყიდნა ჩუენ ქრისტემან: თავი თჳსი მისცა და პატიოსნითა სისხლითა თჳსითა გჳჴსნნა საწუთროჲსა ამისგან ბოროტისა; და აწ ჩუენ კუალად დავამონებთ თავთა...

სრულად ნახვა