...უფალმან მომიღო; ვითარცა უფალსა ენება, ეგრეთცა იქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ უკუნისამდე“. არამედ შვილთათჳს წესიერი და ზომითი და ბუნებითი მწუხარებაჲ აჩუენა, რამეთუ „დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა და დამხედ თაყუანი-სცა უფალსა“ და მადლობაჲ იგი შეწირა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ გულქვაჲ ვინმე იყო. რამეთუ ფრიადცა გულჩჩჳლი და ლმობიერი კაცი იყო და შვილთა მოყუარე, გარნა უზომოჲ ანუ უწესოჲ არარაჲ ინება ქმნად. ხოლო საცხოვართათჳს და მონაგებთა არცა თუ შეიკუმინნა, არცა ყოვლადვე შეწუხნა, ესოდენ გარეწარად აქუნდეს იგინი. ეგრეთვე ჩუენცა თანაგუაც, საყუარელნო, ყოფად, რაჲთა ყოველივე საქმე სულიერი, რომლისა ნაყოფი მერმესა მას საუკუნესა მოისთულებოდის და მომგებელსა მას მისსა ახარებდეს, გუაქუნდეს შინაგან და სასურველად და ფრიად საძიებელად, ხოლო რომელნი საწუთროსავე ამას ცხორებასა თანა დაჴსნად და წარმავალ არიან, იგინი გარეწარად იყვნედ ჩუენდა და შეურაცხად. უკუეთუ არა იყვნენ საფასენი და მონაგებნი, ნუმცა მწუხარე ვართ, არამედ ვიხარებდეთ, რამეთუ მრავალთაგან ჭირთა და სალმობა-თა და მწუხარებათა ვიჴსნენით. კუალად, უკუეთუ მოგუეცნენ, ნუ შევემსჭუალვით მათ და დავემონებით, არამედ ვითარცა მონად...
Job 1:20
19. And, behold, there came a great wind from the wilderness, and smote the four corners of the house, and it fell upon the young men, and they are dead; and I only am escaped alone to tell thee.20. Then Job arose, and rent his mantle, and shaved his head, and fell down upon the ground, and worshipped,21. And said, Naked came I out of my mother's womb, and naked shall I return thither: the LORD gave, and the LORD hath taken away; blessed be the name of the LORD.
Job თავი 1