...ყოველთვის მადლობის შეწირვა სიბრძნისმოყვარე სულის საქმეა.
რამე ბოროტი შეგემთხვა? მაგრამ თუ მოისურვებ, ბოროტი აღარ არის; მადლობა შესწირე ღმერთს და ბოროტი სიკეთედ შეიცვალა; შენც იობივით თქვი: „იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ." () მართლაც, მითხარი, ასეთი რა დაგემართა? სნეულება დაგატყდა? მაგრამ ეს უცხო არაფერია; რადგან ჩვენი სხეული მოკვდავია და ვნებადი. ან იქნებ ქონებრივი სიღარიბე შეგხვდა? მაგრამ ქონებაც მოსაპოვებელია, დასაკარგიც, და აქვე დარჩება. ან მტერთაგან შეთქმულებანი და ცილისწამებანი? მაგრამ ამით ჩვენ კი არ ვართ დაზარალებულნი, არამედ ისინი, რომლებმაც ეს ჩაიდინეს; რადგან ამბობს: „სული მცოდველი იგი მოკუდეს" ().
ცოდვა ჩაიდინა არა ბოროტის დამთმენმა, არამედ ბოროტის მოქმედმა....