თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ყოველი რომელი ეძიებდეს, პოვოს“. ; და ამისთჳსცა პოვა ფილიპე მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ ვინაჲთგან ანდრიას იოვანეს მიერ ასმიოდა, ხოლო პეტრეს - ანდრიაჲსგან, არამედ ამას არავისგან ასმიოდა, გარნა ოდეს ესმა უფლისა სიტყუაჲ, და მეყსეულად შეუდგა და ქადაგ მისა იქმნა, და ნათანაელ მოაქცია, რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: „რომელი დაწერა მოსე შჯულსა შინა და წინაჲსწარმეტყუელთა, ვპოვეთ“ (1,45). იხილეა, ვითარი სული აქუნდა, რომელი მარადის იწურთიდა სიტყუათა შჯულისათა? ხოლო საკჳრველ არს ანდრიაჲსთჳს და პეტრესთჳს და ფილიპესთჳს, და არა ესე ოდენ, რომელ პირველ სასწაულთა ხილვისა ჰრწმენა, არამედ ესეცა, რომელ ესევითარისა უსწავლელისა ადგილისა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „გალილიაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“, და იგინი ესევითარნი გამოჩნდეს მუნით. გარნა აქაცა ქრისტემან თჳსი ძალი გამოაჩინა, რამეთუ ესევითარისა უნაყოფოჲსა ქუეყანისაგან ესევითარნი მნათობნი გამოაჩინნა. ხოლო ვინაჲ ცნა...
John 1:44
43. The day following Jesus would go forth into Galilee, and findeth Philip, and saith unto him, Follow me.44. Now Philip was of Bethsaida, the city of Andrew and Peter.45. Philip findeth Nathanael, and saith unto him, We have found him, of whom Moses in the law, and the prophets, did write, Jesus of Nazareth, the son of Joseph.
John თავი 1