თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე კაცი მტკიცე და დაწყნარებული. და არა აღზუავნა ქებისა მისგან, არამედ იწყო კითხვად, რაჲთამცა ცნა, თუ ვინაჲ იცნობს მას. და ჰკითხვიდა იგი, ვითარცა კაცსა, ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარცა ღმერთმან, ვითარმედ: „პირველ ფილიპეს ჴმობადმდე გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე“. რამეთუ არავინ იყო მათ თანა, იტყოდეს რაჲ ფილიპე და ნათანაელ, და უფალმან ჰრქუა მას ადგილიცა და ხჱ და ძალი ფილიპეს სიტყუათაჲ, რაჲთა ესრეთ გულისხმა-ყოს, ვითარმედ ჭეშმარიტი ღმერთი არს, რომლისათჳსცა გულისხმა-ყო, ვითარმედ იგი არს უეჭუელად ქრისტე წინაჲსწარმეტყუელებისა მისთჳს, დაფარულთა ცნობისა მისისათჳს; განიხარა და აღიარა და თქუა: „რაბი, შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ“ (1,49). იხილეა სული მოხარული საქმესა ზედა? შენ ხარო, რომელსა გეძიებდი მარადის! იხილეა ჭეშმარიტებაჲ მისი და სიყუარული ღმრთისაჲ?
John 1:48
47. Jesus saw Nathanael coming to him, and saith of him, Behold an Israelite indeed, in whom is no guile!48. Nathanael saith unto him, Whence knowest thou me? Jesus answered and said unto him, Before that Philip called thee, when thou wast under the fig tree, I saw thee.49. Nathanael answered and saith unto him, Rabbi, thou art the Son of God; thou art the King of Israel.
John თავი 1