მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 1:51

50. Jesus answered and said unto him, Because I said unto thee, I saw thee under the fig tree, believest thou? thou shalt see greater things than these.51. And he saith unto him, Verily, verily, I say unto you, Hereafter ye shall see heaven open, and the angels of God ascending and descending upon the Son of man.
John თავი 1
51. And he saith unto him, Verily, verily, I say unto you, Hereafter ye shall see heaven open, and the angels of God ascending and descending upon the Son of man.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ქუეშე ლე-ღუსა, და გრწამს, უფროჲსი ამათსა იხილო. და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა“ (1,50-51).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, რამეთუ აღამაღლებს მას ქუეყანით და ასწავებს, რაჲთა არა კაცად შეჰრაცხოს იგი? რამეთუ რომელსა ანგელოზნი ჰმსახურებენ, ვითარმცა იყო იგი კაცი? ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „უფროჲსი ამისა იხილო”, რომელ არს ანგელოზთა მსახურებაჲ. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: დიდად გაქუს ესე, ჵ ნათანაელ, და ამისთჳს მეუფედ ისრაჱლისა მიწოდე, ხოლო რაჟამს იხილო ანგელოზთა აღსლვაჲ და გარდამოსლვაჲ ჩემ ზედა, მაშინ რაჲ ჰყო? რაჲთამცა ესრეთ დაარწმუნა, რაჲთამცა მეუფედ ანგელოზთა აღიარა იგი, რამეთუ მარადის მოვიდოდეს იგინი მისა, ვითარცა მონანი, ჟამსა მას ჯუარსცუმისასა და აღდგომისა და ამაღლებისასა, და რაჟამს იყო უდაბნოს, და ჟამსა მას შობისასა, და სხუაჲ მრავალგზის. ხოლო ამათ სიტყუათა მიმართ ნათანაელ არარაჲ მიუგო, ამისთჳსცა ქრისტემან აქამომდე ყო სიტყუაჲ თჳსი და დაუტევა, რაჲთა თჳსაგან გულისხმა-ყოს მან ძალი მათ სიტყუათაჲ, რამეთუ ქუეყანასა კეთილსა შინა დასთესა თესლი და დაუტევა, რაჲთა აღმოეცენოს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის