მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 10:14

13. The hireling fleeth, because he is an hireling, and careth not for the sheep.14. I am the good shepherd, and know my sheep, and am known of mine.15. As the Father knoweth me, even so know I the Father: and I lay down my life for the sheep.
John თავი 10
14. I am the good shepherd, and know my sheep, and am known of mine.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ვარ მწყემსი კეთილი, ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ; და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართა ჩემთათჳს“ (10,14-15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს, საყუარელნო, წინამძღურობაჲ ეკლესიისაჲ და ფრიადი უჴმს სიბრძნჱ და სიმჴნჱ, ვითარცა ქრისტემან თქუა, რაჲთა სული თჳსი დადვას ცხოვართათჳს და არაოდეს დაუტევნეს იგინი ოჴრად, არამედ რაჲთა მარადის ჰბრძოდის მგელსა; რამეთუ ამით განყოფილ არს მწყემსი ჭეშმარიტი სასყიდლით დადგინებულისაგან, რამეთუ იგი თჳსსა ოდენ განრომასა ეძიებს და ცხოვართა უდებ-ჰყოფს, ხოლო ესე უფროჲსად ცხოვართასა ზრუნავს. ხოლო თქუა რაჲ საქმჱ მწყემსისაჲ, მავნებელნი ორნი აჴსენნა: ერთი, რომელი დაჰკლვიდეს და იპარვიდეს, და მეორჱ, რომელი დაუტეობდეს და ივლტოდის. და პირველითა მით სიტყჳთა თევდას და იუდას მოასწავებდა, ხოლო უკუანაჲსკნელითა ამით - ჰურიათა მათ მღდელთმოძღუართა, რომელნი არა ჰზრუნვიდეს რწმუნებულთა მათ ცხოვართათჳს, რამეთუ არცა წარწყმედულთა ეძიებდეს, არცა შეცთომილსა მოაქცევდეს, არცა შემუსრვილსა ჰკურნებდეს, რამეთუ თავთა თჳსთა აძოვებდეს და არა ცხოვართა.

ხოლო უფალმან გამოაჩინა, ვითარ შორს იყო ამისგან, რამეთუ სულსა თჳსსა დასდებდა ცხოვართათჳს, რამეთუ არცა განსცნა მორწმუნენი თჳსნი, არამედ იგი თავადი მოკუდა მათთჳს. ამისთჳსცა მარადის იტყოდა: „მე ვარ მწყემსი კეთილი“....

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2014 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ს მას.

ვიმეორებ, ეს დაპირისპირება დღეს განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. ბოროტი თავგამოდებით იბრძვის და ჩვენც თავგამოდებით გვმართებს დავიცვათ ჩვენი მეობა, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულებები.

მაცხოვარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავისიანებსა და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენებს: „ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ“ ().

როგორი დიდი წყალობაა, უფალს მიაჩნდე თავისიანად!

მე მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, რომელმაც ბოლო პერიოდში მრავალი განსაცდელი გადაიტანა, - არ შედრკეთ! ეს ტკივილი, ეს მწუხარება სწორედაც ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ამიტომაც გვწვრთვნის შეცოდებათა გამო.

  • მართალია, სხვათა მსგავსად ჩვენც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და ეს გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მრავალი ტაძარი აიგო, ეკლესიები სავსეა ხალხით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. სხვაგან ასეთი პროცესები არ არის, თუმცა ისინი ჩვენზე უკეთ არიან. ჩვენ რა დავაშავეთ, რომ გამოცდის და განსაცდელების პერიოდი ასეთი ხანგრძლივი და მძიმე აღმოჩნდა?

  • ჯერ ერთი, ვისაც ბევრი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს ხალხთან მიმართებაში სწორედ ეს ვითარებაა. ამასთან, მართალია, საზოგადოებაში დიდი დადებითი ძვრები მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).:

...ისრაჱლ, მხილველნი იგი და მორწმუნენი ღმრთისანი; რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების ისრაჱლი - „გონებაჲ მხილველი ღმრთისაჲ“. აწ რომელნი-იგი არიან ესევითარნი, მათცა ეწოდების ერი ღმრთისა, და იგინი დაამწყსნა ქრისტემან, მწყემსმან მან კეთილმან, რომელმან თქუა: „მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ“. რომელნი-იგი იცნა, ვითარმედ მისნი არიან, მათცა ჰმწყსის და სული თჳსი დადვა ცხოვართათჳს.

ხოლო სხუანი იგი ჰურიანი, რომელთა არა ინებეს მეუფებაჲ მისი მათ ზედა, არამედ ნეფსით თჳსით იჯმნეს მისგან, არა ისრაჱლ არიან, არცა შვილ აბრაჰამისა, არამედ შვილნი არიან ეშმაკისანი, ვითარცა ეტყოდა მათ უფალი: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა“; (იოან. 8, 39,41) და მერმე გამოუცხადა, თუ ვინ არს მამაჲ მათი, და თქუა: „თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგანნი ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად“. ესევითარნი იგი არა იქმნეს სამწყსო ქრისტესა, არცა იგი მწყემს მათა, არამედ „მიეცნენ იგინი, ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა, და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ“. ჯერ-იყო უბადრუკთ...

სრულად ნახვა