თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უზეშთაეს კაცობრივისა ძალისა იყვნეს სიტყუანი მისნი, ამისთჳს „ეშმაკეულ“ უწოდეს. და აჰა ესერა ესე სიტყუაჲ სამგზის უთქუამს მისდა, რამეთუ პირველ იტყოდეს: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ და კუალად თქუეს: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ და კუალად აქა ესრეთ იტყჳან: „ეშმაკეულ არს და ცბის“. და უფროჲს არა სამგზის, არამედ მრავალგზის ჰრქუეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ მოასწავებს, ვითარმედ მრავალგზის ეთქუა მისდა სიტყუაჲ იგი. ხოლო რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: „ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფებისა ბრმისა თუალთა ახილვად?“ ვინაჲთგან რომელთამე იწყეს ბოროტთა მათ წინააღდგომად, და სიტყუათა მიერ ვერ დაუყვეს პირი, საქმენი მოიხუნეს შორის, ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: სიტყუანი მისნი კეთილ არიან. უკუეთუ სიტყუანი არა გრწმანან, საქმენი იხილენით. ხოლო ქრისტემან არარაჲ მიუგო ამის...
John 10:21
...წამს; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს“ (10,25). ვითარცა-იგი მათგანნი, რომელნი უმოლხინესრე იყვნეს, იტყოდეს: „ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითართა სასწაულთა საქმედ?“ და: „ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ბრმისა თუალთა ახილვად?“ და კუალად იტყოდეს: „ნუუკუე ესე არს ქრისტე?“ და: „ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესი სასწაული ქმნესა?“ ვინაჲთგან უკუე რომელთა ესეოდენთა საქმეთაგან არა დაირწმუნეს, და იგინი იჩემებდეს მცირედითა სიტყჳთა დარწმუნებად, იხილეთ, ვითარ არცხუენს მათსა უკეთურებასა, ვითარმედ: უკუეთუ საქმეთაჲ არა გრწამს, სიტყუათაჲ ოდეს დაირწმუნოთ? „არამედ თქუენ არა გრწამსო, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი“ (10,26), ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი ჩემგან ჯერ-იყო საქმედ, ყოველივე მიქმნიეს. უკუეთუ კულა თქუენ არა შემომიდგეთ, ესე არა ამისთჳს არს, რომელ არა მწყემსი ვარ, არამედ ამისთჳს, რომელ თქუენ არა ცხოვარნი ხართ.