მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 11:30

29. As soon as she heard that, she arose quickly, and came unto him.30. Now Jesus was not yet come into the town, but was in that place where Martha met him.31. The Jews then which were with her in the house, and comforted her, when they saw Mary, that she rose up hastily and went out, followed her, saying, She goeth unto the grave to weep there.
John თავი 11
30. Now Jesus was not yet come into the town, but was in that place where Martha met him.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მართაჲსა და მარიამისა, დისა მისისა. და ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა“ (11,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი კაცნი, რაჟამს იხილონ ვინმე სათნოთაგანი ღმრთისათაჲ ჭირსა რასმე შინა, - ჴორციელსა უძლურებასა, ანუ გლახაკებასა, ანუ სხუასა რასმე, - დაბრკოლდებიან და არა იციან, ვი-თარმედ უფროჲსად ღმრთისმოყუარეთა ზედა მოიწევიან ესევითარნი საქმენი. რომელ ლაზარეცა მეგობარი იყო ქრისტესი, და სნეულ იყო, რამეთუ იტყჳს: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიას“. არა ამაოდ აჴსენა ადგილიცა, ვინაჲ იყო ლაზარე, არამედ მიზეზისა მისთჳს, რომელსა იტყჳს ქუემორე. ხოლო აწ წინამდებარჱ ესე ვთქუათ, ვითარ დათაცა მისთა გამოაცხადებს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესე იყო მარიამ, რომელმან ნელსაცხებელი სცხო უფალსა“ (11,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ვითარ თავს-იდვა დედაკაცისაგან ესე? პირველად უკუე ესე კეთილ არს, რაჲ-თა უწყოდით, ვითარმედ არა ესე არს მეძავი იგი, რომელსა იტყჳს მათე, არცა რომელსა იტყჳს ლუკა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არამედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადა-იგი მიეგებვოდა მას მართა. ხოლო ჰურიანი იგი რომელნი იყვნეს მარიამის თანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს, ვი-თარცა იხილეს მარიამ, რამეთუ აღდგა ადრე და განვიდა, მისდევდეს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილად მისა“ (11,30-31).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი კეთილი არს სიბრძნჱ, ხოლო სიბრძნესა მას ვიტყჳ საღმრთოსა. ხოლო წარმართთა მათ ფილოსოფოსთა იგი სიბრძნჱ ამაოება არს და ზღაპარ, რამეთუ ყოველსავე კაცობრივისა დიდებისათჳს იქმოდეს. ხოლო სულიერი სიბრძნჱ დიდ არს, წინაშე ღმრთისაცა პატიოსან-ჰყოფს კაცსა და წინაშე კაცთა. რამეთუ რომელმან შეურაცხყვნეს სოფლისა საქმენი, აქავე ჰპოებს კეთილსა, რამეთუ განთავისუფლდების ზრუნვათაგან ამაოთა, და კუალად, რომელმან დიდებაჲ სოფლისაჲ დათრგუნოს, აქავე განისუენებს, რამეთუ არღა უჴმს კაცთა მონებაჲ, არამედ აქუს ჭეშმარიტი აზნაურებაჲ. რამეთუ აჰა ესერა ამანცა დედაკაცმან სიბრძნჱ აჩუენა, რომელ მრავალნი სხდეს გარემოჲს მისა, და იგლოვდა და გოდებდა და არა მოელოდა მის თანა მოსლვასა მოძღურისასა, არამედ იგი მიეგებვოდა მას, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის