მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 14:21

20. At that day ye shall know that I am in my Father, and ye in me, and I in you.21. He that hath my commandments, and keepeth them, he it is that loveth me: and he that loveth me shall be loved of my Father, and I will love him, and will manifest myself to him.22. Judas saith unto him, not Iscariot, Lord, how is it that thou wilt manifest thyself unto us, and not unto the world?
John თავი 14
21. He that hath my commandments, and keepeth them, he it is that loveth me: and he that loveth me shall be loved of my Father, and I will love him, and will manifest myself to him.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ჰქონდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (14,21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არა კმა არს ქონებაჲ ოდენ, არამედ დაცვაჲცა ჯერ-არს. ხოლო რაჲსათჳს მრავალგზის ეტყჳს მათ ამათ სიტყუათა, ვითარცა-იგი თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“, და: „რომელსა ჰქონდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი“, და: „უკუეთუ ვისმე ესმნენ სიტყუანი ესე და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“? გარნა ამით ყოვლითა მათსა მას მწუხარებასა და შეურვებასა მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი ჰქონან სიკუდილისათჳს, ვითარმედ: „რომელსა სძულდეს სული თჳსი სოფელსა ამას, ცხორებად საუკუნოდ დაიცვას იგი“, და კუალად, ვითარმედ: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“, და ეგულებოდა სხუათა მრავალთა სიტყუად, ამისთჳს იტყჳს ყუედრებისსახედ, ვითარმედ: თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ სიყუარულისაგან ფრიადისა ხართ ესრეთ მწუხარე, არამედ უფროჲსად არა წუხილი არს სიყუარულისა სახჱ. და ვითარმედ ამის პირისაჲ ენება დამტკიცებაჲ, ამისთჳს იხილე, ვითარ თქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა გიყუარდი,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:

...არა წარვწყმდეთ, რამეთუ წერილ არს: „აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდეს“. ხოლო შედგომაჲ მისი და მიახლებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა იქმნების, რამეთუ იტყჳს: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“. და იხილეთ, რავდენითა სახითა შეგუაერთნა მან თავსა თჳსსა: იგი არს თავი, და ჩუენ ასონი; იგი არს საფუძველი, და ჩუენ დაშენებულნი; იგი არს ვენაჴი, ჩუენ რტონი; იგი არს მწყემსი, ჩუენ სამწყსონი; იგი არს სიძე, და ეკლესიაჲ ჩუენი - სძალი; იგი არს გზაჲ, ჩუენ მოგზაურნი; კუალად ჩუენ ვართ ტაძარ, იგი - მყოფი ტაძარსა მას შინა.

იგი არს პირმშოჲ, და ჩუენ გჳწოდა ძმად; იგი არს მკჳდრი, ჩუენ თანამკჳდრნი; იგი არს აღდგომაჲ, ჩუენ აღდგომილნი; იგი არს ცხორებაჲ, ჩუენ ცხოველნი. ესე ყოველი შენაწევრებასა და შეერთებასა მოასწავებს და არარას დაუტეობს შორის, არცა ყოვლადვე ჴელ-გუეწიფების განყოფად მისგან. რომელი განიყოს და განიკუეთოს, წარწყმდეს.

რამეთუ განიკუეთოს თუ ასოჲ გუამისაგან, განკუეთილი იგი მკუდარ არს და წარწყმედილ, და ნასხლევი, მოიკუეთის რაჲ ვაზისაგან, უჴმარ იქმნა. ეგრეთვე ჩუენ, უკუეთუ მცირედცა მოვსწყდეთ ქრისტესა, მცირე იგი არა მცირე არს, არამედ მყის დიდ იქ...

სრულად ნახვა