თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: მე წმიდა-გყვნე თქუენ, და აწ აჩუენეთ თქუენცა თქუენი მოსწრაფებაჲ. და მერმე, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არა თუ მათი მსახურებაჲ ეჴმარების და მისთჳს ეტყჳს ამას, ამისთჳს შესძინა და თქუა: „ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებაჲ თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა“ (15,4). რამეთუ აქა შიშისაგან დაჴსნილთა სულთა მათთა განამტკიცებს და შეჰმშჭუალავს თავსა თჳსსა და სასოებასა კეთილსა მისცემს, რამე-თუ ძირი ჰგიეს, ხოლო მოკუეთაჲ გინა დადგრომაჲ რტოთა ნებასა ზედა არს. და ესრეთ ორკერძოვე გამოაჩინა კეთილი და აწ ჩუენ მიერ ეძიებს პირველ და იტყჳს: „რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა“ (15,5). ჰხედავა, ვითარ ძეცა, ვითარცა მამაჲ, ეგრეთვე იღუწიდა მოწაფეთა? რამეთუ მამაჲ განსწმედს, ხოლო ძჱ დაამტკიცებს მათ თავისა თჳსისა თანა, და დამტკიცებად ძირსა ზედა ჰყოფს გამოღებასა ნაყოფისასა, რამეთუ რომელი იყოს ძირსა ზედა და არა განწმედილ იყოს, მოიღებს იგი ნაყოფსა, დაღაცათუ არა ვითარცა ჯერ-არს, ხოლო რომელი ძირსა ზედა არა ეგოს, იგი ყოლადვე არა გამოიღებს ნაყოფსა;...
John 15:4
მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო! ვინაითგან დღეს, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, ჩვენ ვაკურთხეთ ეს ეკკლესია, თქვენგან აღშენებული, მე მსურს გითხრა რაოდენიმე სიტყვა მისთვის, თუ რაი არს ეკკლესია, რა მნიშვნელობა აქვს ეკკლესიას, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმან ეკკლესიითა?
ჩვენ, ყოველნი, ძმანო, ვართ ქრისტიანენი; გარნა რისთვის უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ? მისთვის, რომელ ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, გვრწამს, რომელ მხოლოდ მას ერთსა შეუძლიან განათლება და ცხოვნება. იგი არს ჩვენი მაცხოვარი, გარეშე მისა ვერავის ვერ შეუძლიან გამოხსნა ჩვენი ცოდვისა და სიკვდილისაგან; გარნა რა სახით, ანუ რომლითა საშვალობითა მოგვცემს იგი ჩვენ მადლსა, განათლებასა და ცხოვნებასა, ესე იგი, რა სახით შეიქმნება თითოეული ჩვენგანი მოზიარედ მისის მადლისა და ცხოვნებისა? ეს შეიძლება მხოლოდ ეკკლესიის საშუალობითა. ეკკლესია არის ის ადგილი, სადაცა შენ მიიღებ იმ სწავლასა, რომელიც მოგვცა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, იმ მადლს, რომელიც მან დაგვიტევა ჩვენ ჩვენდა საცხოვნებლად. უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკკლესია, რომელი ყოველსა კაცსა...
...მიდა ზიარების საშუალებით მუდმივ კავშირში არ იქნება მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელ ღვთაებრივ მადლთან, შემოქმედს მოწყვეტილნი, სულიერად მოვკვდებით. გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: „როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ ძალგიძთ“ ().
მაშ, ყველა შიშითა და კრძალვით დავეწაფოთ ღვთიურ მადლს ზიარებისა! ეს კი ბუნებრივად გულისხმობს ცოდვისაგან განდგომას.
აი, როგორ გვმოძღვრავს პავლე მოციქული: „ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმინდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა. ასეთი რამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ“ (). „ცოდვის საზღაური სიკვდილია!“ ().
ხოლო სულის ნაყოფია: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“... (). და „ისინი ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან ... ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი“ ().
უფალ...