მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

John 16:30

29. His disciples said unto him, Lo, now speakest thou plainly, and speakest no proverb.30. Now are we sure that thou knowest all things, and needest not that any man should ask thee: by this we believe that thou camest forth from God.31. Jesus answered them, Do ye now believe?
John თავი 16
30. Now are we sure that thou knowest all things, and needest not that any man should ask thee: by this we believe that thou camest forth from God.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა გადიდოს შენ“ (17,1).:

...ნეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: ჰურიათა წინაშე სამართლად ქმნა ესე, ხოლო მოწაფეთა წინაშე რადღა იქმს? არამედ აქაცა კეთილად ქმნა, რამეთუ რომელნი-იგი შემდგომად ეგეოდენთა საქმეთა იტყოდეს, ვითარმედ: „აწ ვიცით, რამეთუ ყოველივე უწყი“, მათ უჴმდა, რაჲთამცა განემტკიცნეს უფროჲს ყოველთაჲსა. და კუალად ესეცა იხილე, რამეთუ მახარებელი ლოცვადცა არა სახელ-სდებს საქმესა ამას, არამედ იტყჳს, ვითარმედ: „აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად“, მამისა მიმართ სიტყჳსა ყოფად სახელ-სდებს. ხოლო უკუეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს მუჴლთა მოდრეკასა და ეგრეთ აღხილვასა თუალთასა, ნუ შე-შფოთნები, რამეთუ ამის ყოვლისა მიერ ვისწავებთ, თუ ვითარ მჴურვალედ ჯერ-არს აღსრულებაჲ ლოცვისაჲ, რაჲთა ზეცად ვხედვიდეთ არა ჴორციელითა ოდენ თუალითა, არამედ სულითაცა, რაჲთა მოვდრკეთ მუჴლთა შემუსრვილებითა გონებისაჲთა. რამეთუ მოვიდა ქრისტე არა თავისა თჳსისა ჩუენებად ოდენ, არამედ სწავლადცა სათნოებისა დიდისა, ხოლო რაჲთა ასწავლიდეს არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა. ვისმინოთ უკუე, რასა იტყჳს აქა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა გადიდოს შენ“ (17,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად მიჩუენებს ჩუე...

სრულად ნახვა