მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა გადიდოს შენ“ (17,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, რამეთუ: „რომელმან ქმნას და ასწავოს, დიდ ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა“,1 და სამართლადცა, რამე-თუ სიტყჳთ სიბრძნისმეტყუელებაჲ ადვილ არს, ხოლო საქმით ჩუენებაჲ კეთილისაჲ დიდ არს. ამისთჳსცა ქრისტე ძჳრუჴსენებლობისათჳს რაჲ ასწავებდა, თავსა თჳსსა სახედ ჰყოფდა საქმისა მის. და კუალად აწ შემდგომად სწავლისა ლოცვად მიიქცა, რაჲთამცა გუასწავა ჩუენ, რაჲთა ჟამსა განსაცდელისასა ყოველსავე დაუტევობდეთ და ღმრთისა მივივლტოდით. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „სოფელსა შინა ჭირი გაქუნდეს“,2 და შეწუხნეს იგინი, აწ ლოცვისა მიერ კუალად მხიარულჰყოფს, რამეთუ ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰხედვიდეს, და მათთჳს ქმნა ესე, რამეთუ ვითარცა ლაზარეს ზედა ილოცა და თქუა მიზეზი, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“.3 ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: ჰურიათა წინაშე სამართლად ქმნა ესე, ხოლო მოწაფეთა წინაშე რადღა იქმს? არამედ აქაცა კეთილად ქმნა, რამეთუ რომელნი-იგი შემდგომად ეგეოდენთა საქმეთა იტყოდეს, ვითარმედ: „აწ ვიცით, რამეთუ ყოველივე უწყი“,4 მათ უჴმდა, რაჲთამცა განემტკიცნეს უფროჲს ყოველთაჲსა. და კუალად ესეცა იხილე, რამეთუ მახარებელი ლოცვადცა არა სახელ-სდებს საქმესა ამას, არამედ იტყჳს, ვითარმედ: „აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად“, მამისა მიმართ სიტყჳსა ყოფად სახელ-სდებს. ხოლო უკუეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს მუჴლთა მოდრეკასა და ეგრეთ აღხილვასა თუალთასა, ნუ შე-შფოთნები, რამეთუ ამის ყოვლისა მიერ ვისწავებთ, თუ ვითარ მჴურვალედ ჯერ-არს აღსრულებაჲ ლოცვისაჲ, რაჲთა ზეცად ვხედვიდეთ არა ჴორციელითა ოდენ თუალითა, არამედ სულითაცა, რაჲთა მოვდრკეთ მუჴლთა შემუსრვილებითა გონებისაჲთა. რამეთუ მოვიდა ქრისტე არა თავისა თჳსისა ჩუენებად ოდენ, არამედ სწავლადცა სათნოებისა დიდისა, ხოლო რაჲთა ასწავლიდეს არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა. ვისმინოთ უკუე, რასა იტყჳს აქა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა გადიდოს შენ“ (17,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად მიჩუენებს ჩუენ, ვითარმედ არა უნებლიაჲთ მოვალს ვნებად; რამეთუ ვითარმცა მოვიდა უნებლიაჲთ, რომელი ილოც-

1 მათ. 5,19. 2 იოან. 16,33. 3 იოან. 11,42. 4 იოან. 16,30.

ვიდა ამისა ქმნად და დიდებად სახელ-სდებდა საქმესა მას, არა თჳსად ოდენ დიდებად, რომელი ჯუარს-ეცუმოდა, არამედ მამისადცა? რამე-თუ ესრეთცა იქმნა, და არა ძჱ ოდენ, არამედ მამაჲცა იდიდა, რამეთუ პირველ ჯუარს-ცუმისა არცა ჰურიათა იცოდეს იგი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ისრაჱლმან მე არა მიცნა“,1 ხოლო შემდგომად ჯუარსცუმისა ყოველმან სოფელმან იცნა. და მერმე იტყჳს სახესა მას დიდებისასა, თუ ვითარ ადიდოს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ქველისმოქმედებაჲ მარადის დიდებაჲ არს ღმრთისაჲ. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვითარცა მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? გამოაჩინებს, ვითარმედ არა ჰურიათა თანა ოდენ შეწყუდეულ არს ქადაგებაჲ იგი, არამედ ყოველსა სოფელსა განეფინების, და მოასწავებს ცხორებასა წარმართთასა, რამე-თუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ წარხუალთ“,2 და ეგულებოდა ამისა შემდგომად თქუმად, ვითარმედ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“,3 გამოაჩინებს, ვითარმედ მამასა ესრეთვე ჰნებავს; რამეთუ ესე ფრიად დააბრკოლებდა ჰურიათა და მოწაფეთა არა შეუნდობდეს ადვილად ლოცვისა შეხებად მათ თანა, ვიდრემდის მოიღეს სწავლაჲ იგი სულისა წმიდისაჲ. და რაჟამს იერუსალჱმდ მოვიდა პეტრე, ძლით შეუძლო განრომაჲ ამათთა ბრალობათაგან თხრობითა მით ტილოჲსაჲთა.4

ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? ვჰრქუათ მწვალებელთა, ვითარმედ: ოდეს მიიღო მათ ზედა ჴელმწიფებაჲ, პირველ დაბადებისა მათისა ანუ შემდგომად დაბადებისა? რამეთუ იგი იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად განჴორციელებისა და აღდგომისა“,5 და მაშინ იტყჳს: „მომეცა ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“.6 რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? ნუუკუე არა აქუნდაა ჴელმწიფებაჲ თჳსთა დაბადებულთა ზედა? რომელმან დაჰბადნა, ჴელმწიფებაჲ არა აქუნდაა? და ვითარ? რამეთუ ყოველივე საუკუნითგან მან ქმნა და პირველთა მათ ჟამთა რომელთამე სტანჯვიდა ცოდვისათჳს და რომელთამე პატივ-სცემდა სათნოებისათჳს. ანუ მაშინ აქუნდა ჴელმწიფებაჲ და მერმე მიეღო და კუალად მიეცა? და რომელმანმცა ეშმაკმან თქუა ესე? ხოლო უკუეთუ მაშინცა და აწცა იგივე ჴელმწიფებაჲ

1 ესაია 1,3. 2 მათ. 10,5. 3 მათ. 28,19. 4 შდრ. საქმე 11,2-18. 5 შდრ. მათ. 26,32; მარკ. 14,28. 6 მათ. 28,18-19.

აქუნდა, „რამეთუ ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველჰყოფს, ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“,1 და ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, რაჟამს წარავლენდა წარმართთა მიმართ? არამედ ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ამაო არს სიტყუაჲ იგი, სიტყჳსა მისთჳს, რომელი პირველ თქუა, ვითარმედ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათთჳს წარწყმედულთა ძეთა ისრაჱლისათა“.2 და უჩუენებს ამისთჳს, ვითარმედ მამასაცა ესრეთვე ჰნებავს. ხოლო უკუეთუ სიმდაბლისა სახითა ესრეთ თქუა, ნუ გიკჳრს, რამეთუ ყოველსავე იქმოდა მათთჳს, რაჲთამცა უფროჲსად აღაშენნა, რამეთუ იგინი მას ზედა აღეშენებოდეს. და კუალად შემდგომად მათ ნათესავთა დაარწმუნებდა გარდამატებულებითა მით სიმდაბლისაჲთა, ვითარმედ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა იტყოდა. ხოლო რაჲ არს ესე, ვითარმედ: „ყოველთა ჴორციელთაჲ“, რამეთუ არა თუ ყოველთა ჰრწმენა? გარნა ესე არა ამისი არს ბრალი, არამედ მათი, რომელთა არა ისმინნეს სიტყუანი მათნი. რომელთაცა ისმინნეს, ცხოვნდეს, ხოლო რომელთა არა ისმინნეს, მათ ნეფსით წარიწყმიდნეს თავნი თჳსნი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუ გიკჳრს ესე, რამეთუ კაცობრივ იტყჳს აქა, რამეთუ პირველთქუმულთა მათ მიზეზთათჳს იქმს ამას, რამეთუ მარადის ეკრძალებოდა თქუმად თავისა თჳსისათჳს დიდი რაჲმე სიტყუაჲ უძლურებისა მისთჳს მსმენელთაჲსა, რამეთუ არა აქუნდა მისთჳს მაღალი მეცნიერებაჲ. ხოლო იოვანე ოდეს თავით თჳსით იტყოდის, მაშინ არღარა ესრეთ იქმს, არამედ უმაღლესისა მიმართ აღიყვანებს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს, ვითარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“,3 და ვითარმედ: „ცხორებაჲ იყო“,4 და: „თჳსთა თანა მოვიდა“;5 და არა თქუა, თუ: მიიღო ჴელმწიფებაჲ, არამედ უფროჲსად იტყჳს, ვითარმედ: „მისცა ჴელმწიფებაჲ სხუათა შვილ ღმრთისა ყოფად“.6 და პავლე ეგრეთვე იტყჳს, ვითარმედ: „სწორ ღმრთისა“,7 ხოლო თავადი კაცობრივ ითხოვს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მიეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტჱ“ (17,2-3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ თქუა სხუათა მათ ღმერთთა წარმართთათჳს, რომელნი არა ღმერთ არიან, არამედ ეშმაკ,

1 იოან. 5,21. 2 მათ. 15,24. 3 იოან. 1,3. 4 იოან. 1,4. 5 იოან. 1,11. 6 იოან. 1,12. 7 შდრ. ფილიპ. 2,6.

რამეთუ ეგულებოდა მათ წარმართთა მიმართ მათი წარვლენაჲ. ხოლო შენ რასა იტყჳ, მწვალებელო ბოროტო, ვითარმედ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არსა? ჵ დაბნელებულო! ესე სიტყუაჲ კერპთათჳს თქუა წინააღმდგომად მათა, ვითარმედ: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“, და არა თუ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს, რამეთუ ძჱ თჳთ ჭეშმარიტება არს, და ვითარმცა არა ღმერთი იყო ჭეშმარიტი? რამეთუ ფრიად უზეშთაეს არს თქუმაჲ, ვითარმედ: თჳთ ჭეშმარიტება არს, ვიდრე თუ: ჭეშმარიტი კაცი არს. ეგრეთვე ძჱ, ვინაჲთგან თჳთ ჭეშმარიტი არს, ვითარმცა არა ჭეშმარიტი ღმერთი იყო? ანუ ვითარ ჩუენ ღმერთ-მყოფს, უკუეთუ თჳთ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს? არამედ ამის პირისათჳს სხუასა ადგილსა გამოძიებითრე გჳთქუამს. ამისთჳს შემდგომსა სიტყუასა ვიტყოდით:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე გადიდე შენ ქუეყანასა ზედა“ (17,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად თქუა, ვითარმედ: „ქუეყანასა ზედა“, რამეთუ ცათა შინა დიდებულ იყო, რომელსა ბუნებით აქუნდა დიდებაჲ ღმრთეებისაჲ და ანგელოზთა მიერ თაყუანის-იცემებოდა. არა უკუე მას დიდებასა იტყჳს, რომელი ბუნებით აქუს, რამეთუ იგი, დაღაცათუ არავინ იყოს მადიდებელი, სავსებითვე ჰგიეს, არამედ ამას დიდებასა იტყჳს, რომელი კაცთა მსახურებითა იქმნების. და ამისთჳს იგიცა სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „მადიდე მე“ (17,5), ესევითარივე არს. რაჲთა სცნა, ვითარმედ ამას ესევითარსა დიდებასა იტყჳს, ისმინე შემდგომიცა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „საქმჱ შენი აღვასრულე, რომელი მომეც, რაჲთა ვყო“ (17,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერეთ ოდენ დასაბამი აქუნდა საქმესა, და უფროჲსად არცა დასაბამი, რამეთუ არცა ჯუარსცუმულ იყო ჟამად; და ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „აღვასრულე“? არამედ გინა თუ ამას იტყჳს, ვითარმედ: ჩემი აღმისრულებიეს, ანუ ყოფადსა ვითარცა ქმნულსა იტყოდა, ანუ უფროჲსად ესე ვთქუათ, ვითარმედ: ვინაჲთგან ძირი იგი კეთილთაჲ დანერგულ იყო, ვითარმცა ყოველივე ქმნულ იყო. რამეთუ ამას ძირსა შეუდგეს ნაყოფნიცა, და რომელ ეგულებოდა შემდგომად მისა ყოფად, ყოველი მას შეუერთა. ამისთჳს კუალად სიმდაბლით იტყჳს, ვითარმედ: „რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო“, რამეთუ უკუეთუ ელოდა სმენად და სწავლად, ფრიად უდარეს იყო ესე დიდებასა მისსა, რამეთუ ესე მრავალგნით საცნაურ არს, ვითარმედ თჳსითა ნებითა მოვიდა ამის საქმისა მომართ, ვითარცა პავლე იტყჳს: „ესრეთ შემიყუარნა ჩუენ, რამეთუ მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს“,1 და ვითარმედ: „თავი თჳსი დაიკნინა და ხატი მონებისაჲ მოიღო“.2 და კუალად თავადი იტყჳს: „ვითარცა შემიყუარა მე მამამან, ეგრეთვე შეგიყუარენ თქუენ“.3

1 ეფეს. 5,2. 2 ფილიპ. 2,7. 3 იოან. 15,9.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა შენ მიერ უწინარეს სოფლისა ყოფისა“ (17,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კაცთა შორის არა გაქუნდა დიდებაჲ სამოსლისა მის-თჳს კაცებისა, არამედ ღმრთისა მიერ ითხოვ დიდებასა? რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ განგებულებისა მისისათჳს არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ არღა დიდებულ იყო ბუნებაჲ იგი ჴორცთაჲ, არცა აქუნდა უხრწნელებაჲ, არცა ზიარებულ იყო საყდარსა მას სამეუფოსა. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: ქუეყანასა ზედა მადიდე, არამედ: შენ თანაო.

სწავლაჲ პ სიმდიდრისათჳს და სიგლახაკისა

ესევითარი უკუე დიდებაჲ ჩუენცა ვპოვოთ საზომისაებრ ჩუენისა, უკუეთუ ვიღუაწოთ. ამისთჳსცა მოციქული იტყჳს: „უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ“.1 ხოლო ჩუენ ბევრეულთა ცრემლთა ღირს ვართ, რომელთა წინაგჳც ესეოდენი დიდებაჲ, და ჩუენ უდბებისა ჩუენისათჳს დავიჭირვებთ ამას ყოველსავე. რამეთუ დაღაცათუმცა არა იყო გეჰენიაჲ, საწყალობელ ვართ, რომელთა-იგი გუაქუს ჴელმწიფებაჲ, რაჲთა უკუეთუ გუენებოს, ვსუფევდეთ ძესა თანა ღმრთისასა, და ჩუენ დაკლებულ-ვყვნეთ თავნი ჩუენნი ამის ყოვლისაგან. რამეთუ დაღაცათუმცა ასოეულად ჯერ-იყო დაჭრაჲ და ბევრეულითა სიკუდილითა სიკუდილი და ბევრეულთა სულთა მიცემაჲ და ესეზომთა ჴორცთა მის დიდებისათჳს, არაჲვე იყო. ხოლო აწ ჩუენ საფასეთაცა არა შეურაცხვჰყოფთ მისთჳს, რომელთაგან შემდგომად მცირედისა უნებლიაჲთცა განშორებად ვართ, არა უგულებელს-ვჰყოფთ საფასეთა, რომელნიიგი ბევრეულთა ბოროტთა შინა შთამთხევენ ჩუენ, რომელნი-იგი აქა დარჩებიან და არა ჩუენნი არიან. ხოლო ვინაჲთგან არა ამის დიდებისა დაჭირვებაჲ ოდენ წინამდებარე არს, არამედ გეჰენიაჲცა, მატლი დაუძინებელი, დაუშრეტელი ცეცხლი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, ვითარ-მე თავსვიდვათ იგი ყოველი?

ვითარ არა აღვიხილავთ თუალთა ჩუენთა? არამედ მარადღე შფოთთა შინა ვართ და მხილებათა და სიტყუათა ამაოთა და მიწასა ვზრდით, რამეთუ ჴორცნი ესე მიწანი არიან, რომელთა ვაპოხებთ, და სული უდებ გჳქმნიეს და ჭეშმარიტთა საჴმართა არა ვეძიებთ, ხოლო ურგებთა მათ ვზრუნავთ: და ბრწყინვალესა საფლავებსა აღვაშენებთ

1 რომ. 8,17.

და მოვიგებთ ტაძართა მრავალფასისათა და სიმრავლესა მონათასა და მნეთა დავადგენთ ყოველთა ზედა მთავართა და მთავრისმთავართა, და სული ჩუენი ოჴრად დგას, და ყოლადვე არა ვზრუნავთ მას. რაჲ-მე ყოფად არს ამის ყოვლისა დასასრული? არა ერთსა მუცელსა აღვავსებთა? არა ერთსა გუამსა შევიმოსთა? რაჲ არს ესეოდენი ესე ამბოხებაჲ? რად აღვაოჴრებთ ერთსა მას სულსა, რომელი ხუდომილ არს ჩუენდა, და შევაგინებთ მას და ბოროტსა მას მონებასა ჴორციელსა შთავაგდებთ? რამეთუ რომელი მრავალსა ეძიებდეს, მრავალთა მონაჲ არს, დაღაცათუ ჰგონებდეს, ვითარმედ ყოველთა უფალ არს, და იგი არს მონათა თჳსთა მონა და თჳნიერ მათსა ვერაჲ ძალ-უც ქმნად, და ესრეთ, ვინაჲთგან ყოველსა ზედა იგინი ეჴმარებიან, მონაჲ არს მათი. ვიცი, მეცინოდის ვინმე ამათ სიტყუათათჳს, არამედ უფროჲსად ამისთჳს არიან საწყალობელ, რამეთუ არა უწყიან, ვითარმედ ესე მონებაჲ არს და არა უფლებაჲ.

გენებამცა, რაჲთამცა სხუაჲ გაჭამებდა და გასუმიდა, და თჳთმცა ვერ ძალ-გედვა? არამცა საწყალობელად გიჩნდა საქმჱ იგი? ანუ უკუეთუმცა ვერ ძალ-გედვა სლვად, არამედ სხუანიმცა გიტჳრთვიდეს? ეგრეთვე უკუე არს ყოველი საქმჱ სოფლისაჲ. რამეთუ ანგელოზნი ამისთჳს სანატრელ არიან, რამეთუ არა ეჴმარებიან ესევითარნი ზრუნვანი, და ჩუენცა რაოდენცა ნაკლულევანებით ვიყვნეთ, ანგელოზთა ცხორებასა მივეახლებით, და რაზომცა მრავალთა ზრუნვათა მიერ შევიწრდებოდით, ამაოსა ამას ცხორებასა და სოფელსა შინა დავინთქმით. რამეთუ იხილენ წყლითმანკიერნი, ოდეს უმჯობეს არიან, ოდეს ფრიადისა მისგან მჴურვალებისა ვერ განძღებოდიან წყლითა, ანუ ოდეს მრთელ იყვნენ და არა უჴმდეს ესეოდენი? ჰკითხე ბერთა, რომელი ცხორებაჲ უმჯობესად აქუს, ოდეს ჭაბუკ იყვნეს და ძალ-ედვა სხუათაცა მსახურებაჲ, ანუ აწ, ოდეს მრავალნი ეჴმარებიან მსახურნი?

ჰხედავა, რამეთუ სიმრავლჱ ყოველთაგან ამაო არს ჴორციელთა საქმეთაჲ? ანუ უკუეთუმცა უსახლოდ ყოფაჲ განსასუენებელ იყო, არამცა გერჩია იგი, ვიდრე შრომაჲ სახლთა შენებისაჲ? არა ამისთჳს ვჰნატრითა ადამს, რამეთუ არარაჲ ეჴმარებოდა, სამოთხეს რაჲ იყო: არცა სახლი, არცა სამოსელი, არცა სხუაჲ რაჲ? ხოლო ჩუენ რაჲსა აღვაორძინებთ ანგაჰრებასა და მონა მონათა ვიქმნებით? რამეთუ რაოდენცა ფრიად გეჴმარებოდის, ეგეოდენცა აზნაურებასა შენსა დაჰჴსნი. რამეთუ ჭეშმარიტი აზნაურებაჲ არს, რაჲთა არარაჲ ვის ეჴმარებოდის, ხოლო შემდგომი მისი არს, რაჲთა მცირედ ვის ეჴმარებოდის, რომელი უფროჲსად ანგელოზთა აქუს. ხოლო უკუეთუ ვინ მოკუდავითა ამით ჴორცითა წარჰმართოს ესე, დიდ არს. რამეთუ საჴმარნი მოცემულ არიან განსარომელად ჩუენდა და არა რაჲთა დაგჳმონნენ. რამეთუ უკუეთუ განმრავლებასა მათსა ვეძიებდეთ, არღარა ჩუენ მათ მოვიგებთ, არამედ ჩუენ მათ მოუგიეთ.

განვერნეთ უკუე ამის ესევითარისა მონებისაგან, მოვიგოთ უკუე ჭეშმარიტი იგი აზნაურებაჲ. რაჲსათჳს მოვიპოვებთ ბევრეულთა საკრველთა? არა კმა არსა ბუნებისა იგი საკრველი ჩუენდა? არამედ სხუა-თაცა მოვიგებთ. ოდეს-მე მივიწინეთ კეთილთა მათ ცისათა? რამეთუ ნეტარ თუ ოდეს ყოველნი ესე საკრველნი განვხეთქნეთ და ესრეთცა შეუძლოთ ქალაქსა მას ზეცისასა მიწევნად, რამეთუ მრავალ არიან დამაყენებელ. განვჴსნნეთ უკუე ესე საკრველნი, რაჲთა ესრეთ ვპოვოთ ცხორებაჲ საუკუნოჲ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.