თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, რამეთუ: „რომელმან ქმნას და ასწავოს, დიდ ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა“, და სამართლადცა, რამე-თუ სიტყჳთ სიბრძნისმეტყუელებაჲ ადვილ არს, ხოლო საქმით ჩუენებაჲ კეთილისაჲ დიდ არს. ამისთჳსცა ქრისტე ძჳრუჴსენებლობისათჳს რაჲ ასწავებდა, თავსა თჳსსა სახედ ჰყოფდა საქმისა მის. და კუალად აწ შემდგომად სწავლისა ლოცვად მიიქცა, რაჲთამცა გუასწავა ჩუენ, რაჲთა ჟამსა განსაცდელისასა ყოველსავე დაუტევობდეთ და ღმრთისა მივივლტოდით. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „სოფელსა შინა ჭირი გაქუნდეს“, და შეწუხნეს იგინი, აწ ლოცვისა მიერ კუალად მხიარულჰყოფს, რამეთუ ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰხედვიდეს, და მათთჳს ქმნა ესე, რამეთუ ვითარცა ლაზარეს ზედა ილოცა და თქუა მიზეზი, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: ჰურიათა წინაშე სამართლად ქმნა ესე, ხოლო მოწაფეთა წინაშე რადღა იქმს? არამედ აქაცა კეთილად ქმნა, რამეთუ რომელნი-იგი შემდგომად...
John 17:1
...ტემ „ძლევაი საკვირველი“ მოიმოქმედა. ეშმაკს ყოვლითურთ სძლია და ადამიანს მიანიჭა სიკვდილზე გამარჯვების შესაძლებლობა, მაგრამ იგი ყველამ პიროვნულად უნდა მოიპოვოს.
გავიხსენოთ უფლის სიტყვები: „მამაო, განადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. რაკი მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე…, მისცეს საუკუნო სიცოცხლე“ ().
ამიტომაცაა ეს დღე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩვენთვის და საერთოდ, ქრისტიანული სამყაროსათვის.
მკვდრეთით აღდგომილი უფალი სულიწმიდის გარდამოსვლისას აფუძნებს წმიდა ეკლესიას - თავის მისტიკურ სხეულს, რომლის ერთი ნაწილი ცხონებაში მყოფ მართალთა სულებისაგან შედგება და მას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, ხოლო მეორე ნაწილი ამ ქვეყნად მცხოვრებ ქრისტიანთა კრებულს წარმოადგენს და მებრძოლი ეკლესია ეწოდება, რადგან თითოეულმა მისმა წევრმა ცოდვასთან ბრძოლით უნდა მოიპოვოს გადარჩენა და მარადიული სიცოცხლე.
„სასუფეველი ცათა იიძულების“ - ბრძანებს სახარება. ეს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან გვმართებს, - ჩვენს ეგოიზმთან და ამპარტავნებასთან, რაც არის ყველაზე დიდი და საშიში ნესტარი ჩვენი სულისა. ჩვენი გული, რომელიც სავსეა ცოდვით და ცოდვითი მიდრეკილებებით, ჭუჭყისგან უნდა გავათავისუფლოთ და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, - ჩვენს...
...შეიპყრეს იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უნდა მის ზედა დასხმაჲ ჴელთაჲ და ვერ შეუძლეს, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს: „მამაო, მოიწია ჟამი, ადიდე ძჱ შენი“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? რამე-თუ ამისთჳს მრავალი შემოვკრიბე, რაჲთა ყოველთათჳს ერთი სიტყუაჲ ვთქუა. რამეთუ არა თუ ჟამთა იძულებასა ქუეშე იყო შემოქმედი იგი ჟამთაჲ, არცა ამისთჳს იტყოდა, თუ: „არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, ვითარმცა ჟამი რაჲმე უჩნდა და თჳნიერ მისამცა ვერ ეძლო ქმნად, არამედ ამას მოასწავებდა, ვითარმედ თითოეულისა ჟამსა თჳსსა ჯერ-არს ქმნად, რამეთუ არა ერთბამად იქმოდა ყოველსა, არამედ თითოეულსა ჟამსა თჳსსა, რაჲთა არა უწესოებით იქმნას რაჲმე; რამეთუ არა ჯერ-იყო, რაჲთამცა ერთბამად ქმნა შობაჲ და აღდგომაჲ და საშჯელი. რამეთუ დაჰბადა სოფელი, არამედ არა ყოველი ერთბამად: რომელიმე - პირველსა დღესა და რომელიმე - მეორესა დღესა და რომელიმე - მეექუსესა. და კუალად ჯერ-იყო სიკუდილი კაცთაჲ და აღდგომაჲ საშჯელად, არამედ არა ქმნა ღმერთმან ორივე ერთბამად. და კუალად მოეცა შჯული ძუელი და მერმე თჳსსა ჟამსა - კუალად ახალი. და ესრეთვე უფალი არა თუ ჟ...